დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სოფო კილაძე ტატუნაშვილთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველამ ერთად შევძელით კონსენსუსის მიღწევა
ავტორი:
2018/მარტი/20 14:00:02
../photo/2015_02/0-00-1AMART-2017/kiladze2.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/483932-sofo-kiladze-tatunashvilthan-dakavshirebul-rezoluciaze-dzalian-mnishvnelovania-rom-chven-yvelam-erthad-shevdzelith-konsensusis-mightseva.html", "headline": "სოფო კილაძე ტატუნაშვილთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველამ ერთად შე...", "datePublished": "2018-03-20 10:11:50", "dateModified": "2018-03-20 10:11:50", "description": "ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველამ ერთად შევძელით კონსენსუსის მიღწევა, - ამის შესახებ ადამიანის ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AMART-2017/kiladze2.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველამ ერთად შევძელით კონსენსუსის მიღწევა, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

"პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველამ ერთად შევძელით კონსენსუსის მიღწევა, პოზიციაც და ოპოზიციაც თანხმდება იმაზე, რომ ჩვენ უნდა მოვუწოდოთ, როგორც რუსეთს, ისე საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, იმ ტერიტორიაზე, რომელიც რუსეთის კონტროლის ქვეშ არის და რუსეთს ეკისრება ყველანაირი პასუხისმგებლობა იქ ადამიანის უფლებების დარღვევაზე", - განაცხადა კილაძემ.

კითხვაზე, როდის მოხდება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის გადაცემა, სოფო კილაძის განცხადებით, ფაქტია ის, რომ რუსები არ გვაძლევენ საშუალებას, რომ ცხედარი საკუთარ ოჯახს დაუბრუნდეს.

"როდის გააკეთებენ ისინი ამას, ამაზე დეტალურ კომენტარს ვერ გეტყვით, რადგან არაერთხელ ყოფილა, რომ მოლოდინის რეჟიმში ვიყავით და ბოლო წუთებში მაინც არ გადმოგვცეს ცხედარი", - განაცხადა სოფო კილაძემ.

კითხვაზე, რომელი უწყებები ჩაერთვებიან ე.წ. ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის შედგენაში, სოფო კილაძემ განმარტა, რომ რაც შეეხება უწყებას განსაზღვრულია, რომ ეს მთავრობამ უნდა წარმოადგინოს.

"ჩვენთვის მთავარია იყოს პოლიტიკური ნება, რაც გვაქვს რეალურად და ეს ნებაა სწორედ გამოხატული ამ რეზოლუციაში. დარწმუნებული ვარ, ყველა ის შესაბამისი უწყება იქნება ჩართული, რომლის კომპეტენციაც არის სწორედ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, თუმცა კონკრეტულ უწყებას ახლა ვერ მოგახსენებთ", - განაცხადა კილაძემ.

მისივე თქმით, არც ერთი შემთხვევა ჩვენი მოქალაქეების არასათანადო მოპყრობის, წამების, მკვლელობის, ადამიანის უფლებების დარღვევის არ დარჩება დაუსჯელი.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 510
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია