დაისვენე კურორტ ახალდაბაში
„თავისუფალი დემოკრატები“ „რუსთავი 2“-ს სოლიდარობას უცხადებს
ავტორი:
2018/მარტი/19 19:30:01
../photo/2015_02/0-00-AGVISTO-2016i/tavisufali-demokratebi.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/483821-thavisufali-demokratebi-rusthavi-2-s-solidarobas-uckhadebs.html", "headline": "„თავისუფალი დემოკრატები“ „რუსთავი 2“-ს სოლიდარობას უცხადებს", "datePublished": "2018-03-19 15:22:58", "dateModified": "2018-03-19 15:22:58", "description": "პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ „რუსთავი 2“-ის შენობასთან მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და ტელეკომპანი...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-AGVISTO-2016i/tavisufali-demokratebi.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ „რუსთავი 2“-ის შენობასთან მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და ტელეკომპანიის თანამშრომლებს სოლიდარობას უცხადებს.
„ჩვენ, „თავისუფალი დემოკრატები“, სოლიდარობას ვუცხადებთ „რუსთავი 2“-ს, რომლის ჟურნალისტებსა და თანამშრომლებს დღეს თავს დაესხა აგრესიული მოქალაქეების ჯგუფი. ეს იყო უკანონო ქმედება, რომლითაც მასში მონაწილეებმა შელახეს ადამიანების უფლებები, დაემუქრნენ და ზიანი მიაყენეს მათ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას. ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ და ვუპირისპირდებით ამ თავდასხმის წამქეზებლებსა და მონაწილეებს, რომლებიც თავს უწოდებენ „ქართულ მარშს“. ადამიანებთან ფიზიკური ანგარიშსწორება და მათთვის თავისუფლების აღკვეთა შეუძლებელია ახსნილი და გამართლებულ იყოს რომელიმე, მათ შორის რელიგიური, გრძნობის შეურაცხყოფით.
ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის შეუფერებელია და შეურაცხმყოფელიც სწორედ ისეთი გრძნობები, რომლებიც მას მსგავსი აგრესიისა და ანგარიშსწორებისკენ უბიძგებს. მივმართავთ ხელისუფლებას და მოვითხოვთ, გამოიძიოს მომხდარის ყველა მიზეზი, ხოლო დამნაშავეებმა კანონის წინაშე აგონ პასუხი. თუ თავის ამ უმნიშვნელოვანეს მოვალეობას, ყველანაირი ძალადობისა და უკანონობისგან დაიცვას მოქალაქეები, არ შეასრულებს ხელისუფლება, საზოგადოებაში კიდევ უფრო გავრცელდება ძალადობა, რასაც აუცილებლად მოჰყვება გამოუსწორებელი შედეგები“, - ნათქვამია განცხადებაში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 516
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია