დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კახა კუჭავა - მოვიწვევთ ლევან დავითაშვილს და ყველა კარგად დაინახავს, რამდენად მკაცრები და მომთხოვნები ვიქნებით საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით
ავტორი:
2018/მარტი/19 17:00:01
../photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/kuchava.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/483792-kakha-kutcava-movitsvevth-levan-davithashvils-da-yvela-kargad-dainakhavs-ramdenad-mkacrebi-da-momthkhovnebi-viqnebith-sazogadoebisthvis-mnishvnelovan-sakithkhebthan-dakavshirebith.html", "headline": "კახა კუჭავა - მოვიწვევთ ლევან დავითაშვილს და ყველა კარგად დაინახავს, რამდენად მკაცრები და მომთხოვნებ...", "datePublished": "2018-03-19 12:59:24", "dateModified": "2018-03-19 12:59:24", "description": "კომიტეტის სხდომაზე მოწვეული იქნება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი და ყველა კარგად დაი...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/kuchava.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } კომიტეტის სხდომაზე მოწვეული იქნება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი და ყველა კარგად დაინახავს, რამდენად მკაცრები და მომთხოვნები ვიქნებით საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ განაცხადა.

საკომიტეტო მოსმენამდე კი, კუჭავა მიზანშეწონილად არ მიიჩნევს RMG Gold-ის კულტურული მემკვიდრეობის განადგურებისა და გარემოსთვის მიყენებული ზარალის შემსწავლელი დროებითი საგამოძებო კომისიის შექმნას, რასაც საპარლამენტო ოპოზიცია ითხოვს.

„ჩემი აზრით, ძალიან ნაადრევია იმაზე საუბარი, საგამოძიებო კომისია იქნება თუ არა, როდესაც ჯერ არ გაგვივლია საკომიტეტო ფორმატი. აუცილებელია, ჯერ ჩატარდეს კომიტეტის მოსმენა, რომელიც მომავალ კვირას იგეგმება. მოწვეული იქნება მინისტრი. ყველა კარგად დაინახავს, რამდენად მკაცრები და მომთხოვნები ვიქნებით იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი კომიტეტისათვის, არამედ მთელი საზოგადოებისათვის. მას შემდეგ, რაც პასუხები იქნება გაცემული და ვნახავთ, თუ რა სამოქმედო გეგმა აქვს სამინისტროს, გადავწყვეტთ საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობას. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ ჩატარდეს კომიტეტის მოსმენა ამასთან დაკავშირებით, სადაც მოწვეული იქნება მინისტრი, შესაბამისი ყველა უწყება, ყველას ექნება საშუალება, დასვას კითხვა და მიიღოს პასუხები უშუალოდ მხარეებისგან“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

მისივე თქმით, თუ საჭიროება იქნება, საგამოძიებო კომისიის შექმნას თავადაც დაუჭერს მხარს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 527
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია