დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილმა კვიპროსის პარლამენტის თავმჯდომარე მიიღო
ავტორი:
2018/მარტი/19 16:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/margvela2_8b82a.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/483789-giorgi-margvelashvilma-kviprosis-parlamentis-thavmjdomare-miigho.html", "headline": "გიორგი მარგველაშვილმა კვიპროსის პარლამენტის თავმჯდომარე მიიღო", "datePublished": "2018-03-19 12:33:09", "dateModified": "2018-03-19 12:33:09", "description": "საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კვიპროსის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე დიმიტრის...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/margvela2_8b82a.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კვიპროსის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე დიმიტრის სილურისი მიიღო და მიესალმა პარლამენტის თავმჯდომარის მაღალი დონის ვიზიტს საქართველოში.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დიმიტრის სილურისმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხებ - ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერება განიხილა.
კვიპროსის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა.

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა პარლამენტის თავმჯდომარეს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში კვიპროსის აქტიური მონაწილეობისათვის და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებასთან და რუსეთის უკანონო ქმედებებთან - მცოცავ ოკუპაციასთან დაკავშირებით.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 535
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია