დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნათია მეზვრიშვილი - ყველამ უნდა იცოდეს, რომ თუ დავის არასამართლებრივი გადაწყვეტის გზებს მიმართავს და “კანონიერ ქურდს“ მიადგება, ამის გამო დაისჯება
ავტორი:
2018/მარტი/19 14:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/mezvrishvili2.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/483755-nathia-mezvrishvili-yvelam-unda-icodes-rom-thu-davis-arasamarthlebrivi-gadatsyvetis-gzebs-mimarthavs-da-kanonier-qurds-miadgeba-amis-gamo-daisjeba.html", "headline": "ნათია მეზვრიშვილი - ყველამ უნდა იცოდეს, რომ თუ დავის არასამართლებრივი გადაწყვეტის გზებს მიმართავს და...", "datePublished": "2018-03-19 10:27:29", "dateModified": "2018-03-19 10:27:29", "description": "პარლამენტის იმ წევრების მოსაზრებას ვიზიარებთ, რომელთაც ორგანიზებულ დანაშაულთან და “ქურდულ სამყაროსთა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/mezvrishvili2.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პარლამენტის იმ წევრების მოსაზრებას ვიზიარებთ, რომელთაც ორგანიზებულ დანაშაულთან და “ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებით კანონში დაგეგმილი ცვლილებების დახურულ ფორმატში განხილვის საკითხი დააყენეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განუცხადა.

“ჩვენ ძალიან მარტივი მიზეზის გამო მხარი დავუჭირეთ და პოზიცია გამოვხატეთ კომიტეტის სხდომის დახურვასთან დაკავშირებით - ეს არა იმიტომ, რომ საკანონმდებლო პროცესების გამჭვირვალობას ვეწინააღმდეგებით, არამედ იმიტომ, რომ განიხილება კანონპროექტი ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ. კანონპროექტი შეეხება ქურდულ სამყაროსთან, კანონიერ ქურდებთან და მათთან დაკავშირებულ პირებს. საუბარი უნდა ყოფილიყო იმ ხერხებსა და მეთოდებზე, რომელსაც ეს ადამიანები დანაშაულის ჩადენის დროს იყენებენ. შესაძლოა, საუბარი ყოფილიყო ცალკეულ მაგალითებზე და ცალკეულ სისხლის სამართლის საქმეებზე. ამიტომ მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, რომ განხილვა დახურულ სხდომაზე მომხდარიყო, თუმცა კომიტეტმა ასეთი გადაწყველება არ მიიღო“, - განუცხადა ჟურნალისტებს ნათია მეზვრიშვილმა.

რაც შეეხება კანონში შესატან ცვლილებებს, მეზვრიშვილის თქმით, მთელი რიგი ქმედებები, რომელიც დღეს სისხლის სამართლის წესით არ ისჯება, დანაშაულად ცხადდება.

“მაგალითად, “ქურდული სამყაროს“ წევრისთვის ან “კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვა დღეს დანაშაული არ არის, მაგრამ მას შემდეგ, რაც პარლამენტი კანონს მიიღებს, ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ თუკი დავის ალტერნატიულ, არასამართლებრივი გადაწყვეტის გზებს მიმართავს და „ქურდული სამყაროს“ წევრს ან „კანონიერ ქურდს“ მიადგება, რათა მათი ქმედებების და დავის შეფასება სთხოვოს, ამის გამო სისხლის სამართლის წესით დაისჯება. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, მარტო მოქალაქეების დასჯადობაზე არ არის საუბარი, პროექტის მთავარი სამიზნე “ქურდული სამყაროს“ წევრები და “კანონიერი ქურდები“ არიან - ისინი ვინც გარკვეულ ქმედებებს ახორციელებენ იმისთვის, რომ “ქურდული სამყაროს“ საქმიანობა კიდევ უფრო გაძლიერდეს. დასჯადი იქნება “ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერა, რომელიც დღეს სისხლის სამართლის წესით არ ისჯება. ნებისმიერი პირი, რომელიც ამ სამყაროს ფინანსური, მატერიალური სხვა სხვა ტიპის მხარდაჭერას განახორციელებს, სისხლის სამართლის წესით დაისჯება. მნიშვნელოვნად იზრდება დღეს არსებული სანქციები“, - განუცხადა ჟურნალისტებს ნათია მეზვრიშვილმა.

შს სამინისტროს საკანონმდებლო პაკეტი დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 539
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია