დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სოფიო ქაცარავა - იქნება პრინციპული, შედეგზე ორიენტირებული რეზოლუცია, რომელიც შესაბამის პასუხს გასცემს რუსეთის უკანონო და დესტრუქციულ ქმედებებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე
ავტორი:
2018/მარტი/19 13:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/qacarava_9d488.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/483738-sofio-qacarava-iqneba-principuli-shedegze-orientirebuli-rezolucia-romelic-shesabamis-pasukhs-gascems-rusethis-ukanono-da-destruqciul-qmedebebs-okupirebul-teritoriebze.html", "headline": "სოფიო ქაცარავა - იქნება პრინციპული, შედეგზე ორიენტირებული რეზოლუცია, რომელიც შესაბამის პასუხს გასცემ...", "datePublished": "2018-03-19 09:44:42", "dateModified": "2018-03-19 09:44:42", "description": "ეს იქნება მკაცრი, პრინციპული და შედეგზე ორიენტირებული რეზოლუცია, რომელიც შესაბამის პასუხს გასცემს ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/qacarava_9d488.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ეს იქნება მკაცრი, პრინციპული და შედეგზე ორიენტირებული რეზოლუცია, რომელიც შესაბამის პასუხს გასცემს რუსეთის ფედერაციის უკანონო და დესტრუქციულ ქმედებებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავამ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევის ნებისმიერი ფაქტი უპასუხოდ არ დარჩება და ამისთვის ხელისუფლება ყველა საჭირო ნაბიჯს გადადგამს.

„საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და “ოთხოზორია -ტატუნაშვილის სიის“ შესახებ რეზოლუცია განიხილა.

განვიხილეთ რეზოლუციის ახალი ტექსტი, სადაც აისახა ჩვენთვის ყველა პრინციპული და მნიშვნელოვანი საკითხი. ვგეგმავთ, რომ უკვე ამ კვირაში პლენარულ სესიაზე კენჭი ვუყაროთ აღნიშნულ რეზოლუციას.

ეს იქნება მკაცრი, პრინციპული და შედეგზე ორიენტირებული რეზოლუცია, რომელიც შესაბამის პასუხს გასცემს რუსეთის ფედერაციის უკანონო და დესტრუქციულ ქმედებებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მიმართული იქნება თითოეული ჩვენი მოქალაქის უსაფრთხოებისთვის. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენი მოქალაქეების უფლებების დარღვევის ნებისმიერი ფაქტი უპასუხოდ არ დარჩება და ამისთვის ხელისუფლება ყველა საჭირო ნაბიჯს გადადგამს.

მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური შეხედულებებისა, მნიშვნელოვანია, რომ საერთო გამოწვევისა და საერთო ეროვნული ინტერესების ირგვლივ, მოხდა უმრავლესობის და უმცირესობის კონსოლიდაცია და ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება“, - განაცხადა ქაცარავამ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 572
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია