დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რამდენიმე დეპუტატის მცდელობის მიუხედავად, ”ქურდულ სამყაროსა” და ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებით კანონში ცვლილებების განხილვა დახურულ ფორმატში არ გაიმართება
ავტორი:
2018/მარტი/19 13:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/beselia_c6d48.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/483724-ramdenime-deputatis-mcdelobis-miukhedavad-qurdul-samyarosa-da-organizebul-danashaulthan-dakavshirebith-kanonshi-cvlilebebis-gankhilva-dakhurul-formatshi-ar-gaimartheba.html", "headline": "რამდენიმე დეპუტატის მცდელობის მიუხედავად, ”ქურდულ სამყაროსა” და ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებით...", "datePublished": "2018-03-19 09:10:00", "dateModified": "2018-03-19 09:10:00", "description": "პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრთა ნაწილს ”ქურდულ სამყაროსა” და ორგანიზებულ დანაშაულთან ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/beselia_c6d48.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრთა ნაწილს ”ქურდულ სამყაროსა” და ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებით კანონში დაგეგმილი ცვლილებების დახურულ ფორმატში განხილვის მცდელობა ჰქონდათ.

შს სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ფორმატთან დაკავშირებით დისკუსია კომიტეტის სხდომაზე გაიმართა. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, დეპუტატი ანრი ოხანაშვილი კანონპროექტის დახურულ ფორმატში განხილვას ითხოვდნენ, რადგან მათი განმარტებით ცალკეულ პრინციპულ საკითხებზე საუბრისას შესაძლოა განხილვის თემა ყოფილიყო კონკრეტული ქეისები, რომელზეც საჯაროდ საუბარი მიზანშეწონილი არ იქნებოდა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრების პოზიცია გაიზიარა შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ კონკრეტულ დანაშაულის შემადგენელზე, მეთოდოლოგიებზე საუბრისას მას ცალკეული მაგალითების მოყვანა დასჭირდებოდა, რაზეც საჯაროდ საუბარი მიზანშეწონილი არ იყო.

საკომიტეტო განხილვის დახურვასთან დაკავშირებით პრინციპულად საწინააღმდეგო პოზიცია დააფიქსირა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ არის კარგი და სწორი პრაქტიკა, თუკი კანონპროექტის განხილვა დახურულ ფორმატში წარიმართება. ბესელიამ კოლეგებს მიმართა, რომ დაესახელებინათ რეგლამენტის მუხლი, რომლის მიხედვითაც შეიძლება კომიტეტმა კანონში შესატანი ცვლილებების განხილვისთვის სხდომა დახუროს. ბესელიამ აქვე აღნიშნა, რომ არ შეიძლება მსგავსი პრეცედენტების შექმნა.

დისკუსიის ბოლოს სხდომის დახურვის საკითხზე ჩატარდა კენჭისყრა, რომლის შედეგად სხდომის კანონპროექტის დახურულ ფორმატში განხილვის წინადადებას მხოლოდ ექვსმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ეს კი საკმარისი რაოდენობა არ იყო სხდომის დახურვაზე გადაწყვეტილების მისაღებად. შესაბამისად, კანონპროექტს კომიტეტი ღია რეჟიმში იხილავს.

აღსანიშნავია, რომ ვანო ზარდიაშვილი და დავით მათიკაშვილი საკანონდებლო პაკეტის განხილვაში არ მონაწილეობენ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 496
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია