დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
არჩილ თალაკვაძე წინადადებით გამოდის, რუსეთის შესახებ რეზოლუციას, ოთხოზორიას და ტატუნაშვილის გარდა, დავით ბაშარულთან დაკავშირებული ჩანაწერი დაემატოს
ავტორი:
2018/მარტი/19 11:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAANOEM/talakvadze_d595d.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/483703-archil-thalakvadze-tsinadadebith-gamodis-rusethis-shesakheb-rezolucias-othkhozorias-da-tatunashvilis-garda-davith-basharulthan-dakavshirebuli-chanatseri-daematos.html", "headline": "არჩილ თალაკვაძე წინადადებით გამოდის, რუსეთის შესახებ რეზოლუციას, ოთხოზორიას და ტატუნაშვილის გარდა, დ...", "datePublished": "2018-03-19 07:27:20", "dateModified": "2018-03-19 07:27:20", "description": "საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე წინადადებით გამოდის, რუსეთთან დაკავშირებულ საპარლამ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAANOEM/talakvadze_d595d.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე წინადადებით გამოდის, რუსეთთან დაკავშირებულ საპარლამენტო რეზოლუციას, გიგა ოთხოზორიას და არჩილ ტატუნაშვილის გარდა, დავით ბაშარულთან დაკავშირებული ჩანაწერი დაემატოს.

ამის შესახებ თალაკვაძემ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" შესახებ საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტს განიხილავენ.

"უპრიანი იქნება და მიზანშეწონილიც არის, ამ რეზოლუციაში გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის გვერდით, იყოს დავით ბაშარულის შემთხვევაც", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძემ ასევე კომიტეტის წევრებს შესთავაზა, რეზოლუციის ტექსტში სიტყვა "მკვლელობა" "სიცოცხლის ხელყოფით" შეიცვალოს.

არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით მომზადებული პარლამენტის რეზოლუციის პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 15 ივნისამდე პარლამენტს უნდა წარუდგინოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა სია - „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“.

მთავრობისადმი ეს დავალება ასახულია პროექტში, რომელიც უმრავლესობისა და უმცირესობის შეთანხმებული ვარიანტია. პროექტზე მუშაობა დღეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გაგრძელდება და სავარაუდოდ, 21 მარტს პლენარულ სხდომაზე გავა.

ამასთან, პარლამენტი მთავრობას მიმართავს, მიიღოს ზომები საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების მიერ "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში" დასახელებულ პირთა მიმართ ყველა შესაძლო შეზღუდვის, მათ შორის სავიზო, ქონებრივი და ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებასთან დაკავშირებული შეზღუდვების დასაწესებლად და სამართლის აღსრულების ხელშესაწყობად.
თემა: არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა ცხინვალში "ნაციონალურ მოძრაობას" ტატუნაშვილთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტზე კითხვები აქვს
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 692
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია