დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოს ხვალ კვიპროსის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ეწვევა
ავტორი:
2018/მარტი/18 20:00:01
../photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/kviprosi.png { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/483645-saqarthvelos-khval-kviprosis-respublikis-tsarmomadgeneltha-palatis-thavmjdomare-etsveva.html", "headline": "საქართველოს ხვალ კვიპროსის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ეწვევა ", "datePublished": "2018-03-18 15:54:55", "dateModified": "2018-03-18 15:54:55", "description": "საქართველოს 19-21 მარტს ოფიციალური ვიზიტით კვიპროსის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/kviprosi.png", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს 19-21 მარტს ოფიციალური ვიზიტით კვიპროსის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე დიმიტრის სილურისი ეწვევა.

კვიპროსის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ვიზიტის პირველ დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას გამართავს, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძის და დიმიტრის სილურისის ერთობლივი განცხადება გაკეთდება პრესისთვის.

დაგეგმილია ასევე შეხვედრები პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ვიცე პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან.

ვიზიტის მეორე დღეს კვიპროსის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე დიმიტრის სილურისი ძველი თბილისის ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებს, ასევე გაემგზავრება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, სადაც ეროვნული მუზეუმის საგანძურს დაათვალიერებს.

კვიპროსის დელეგაციამ ვიზიტის ფარგლებში შესაძლოა შეხვედრა გამართოს ასევე საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორესთან.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 608
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია