დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილი - საქართველოს მხარდაჭერის აქტი ისტორიული ნაბიჯი იქნება, რომელიც საკანონმდებლო დონეზე გაამყარებს აშშ-სთან განსაკუთრებული მოკავშირის სტატუსს
ავტორი:
2018/მარტი/17 10:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/margvelashvili_fa012.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/483526-giorgi-margvelashvili-saqarthvelos-mkhardatceris-aqti-istoriuli-nabiji-iqneba-romelic-sakanonmdeblo-doneze-gaamyarebs-ashsh-sthan-gansakuthrebuli-mokavshiris-statuss.html", "headline": "გიორგი მარგველაშვილი - საქართველოს მხარდაჭერის აქტი ისტორიული ნაბიჯი იქნება, რომელიც საკანონმდებლო დ...", "datePublished": "2018-03-17 06:18:04", "dateModified": "2018-03-17 06:18:04", "description": "საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვაშინგტონში კვლევით ცენტს Heritage Foundation ესტუმრა დ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/margvelashvili_fa012.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვაშინგტონში კვლევით ცენტს Heritage Foundation ესტუმრა და ცენტრის წარმომადგენლების წინაშე აშშ-ში ვიზიტისას წამოჭრილი საკითხებისა და საქართველოს მხარდამჭერი აქტის შესახებ ისაუბრა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მხარდამჭერი აქტის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მოხდეს საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გრძელვადიანი სტრატეგიის განსაზღვრა, რაც მოახდენს ყველა, დღეს არსებული და პრაქტიკული ინსტრუმენტის კონსოლიდაციას და გააძლიერებს საქართველოს დაცულობას, დაეხმარება მას მიზნების მიღწევაში.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს მხარდაჭერის აქტი ისტორიული ნაბიჯი იქნება საქართველოსთვის, რომელიც საკანონმდებლო დონეზე გაამყარებს აშშ-სთან საქართველოს განსაკუთრებული მოკავშირის სტატუსს.

გიორგი მარგველაშვილმა რუსეთის მხრიდან საქართველოს რამდენიმე ეტაპიან საოკუპაციო პროცესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთი საქართველოს რეგიონების ოკუპაციას სხვადასხვა წლებში ახორციელებდა და ეს 2008 წელს არ დაწყებულა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველომ შეარჩია ქვეყნის განვითარების დასავლური მიმართულება, გზა, რომელიც ქართული იდენტობის ნაწილია, და რომელიც ევროკავშირში და ნატო-ში შესვლით უნდა დასრულდეს. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო დღესაც იმკის რუსული ოკუპაციის შედეგებს, რომელიც რუსეთმა საქართველოს რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოცხადებით განაგრძო.
გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ მიუხედავად რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიისა, რომელიც დღესაც გრძელდება მცოცავი ოკუპაციით, საქართველოს ხელისუფლების მიზანია სახელმწიფოს განვითარება ნატო-სა და ევროკავშირისაკენ.

პრეზიდენტი კვლევით ცენტრში გამოსვლისას რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების პროცესსაც შეეხო და აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლებას ახალი რიტორიკა აქვს, რომელი ძალიან ჰგავს ახალი, ცივი ომის დასაწყისს. რუსეთი პრივილეგირებულ ინტერესთა სფეროს პოლიტიკიდან ახალი ცივი ომის პოლიტიკაში გადავიდა. როგორც გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, დღეს, ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს პოლიტიკური სპექტრი ერთიანია, რადგან ისინი ხედავენ, რომ რუსეთი ყოველთვის იმას აკეთებს, რა რიტორიკითაც საუბრობს.
მისი განცხადებით, თუ ნატო რუსეთის ჩაკეტვას არ შეეწინააღმდეგება იმ პროდასავლური სახელმწიფოებისათვის კარის გაღებით, რომლებიც ალიანსში გაერთიანებისკენ მიისწრაფვიან, რადგან დაზიანდება საერთო კეთილდღეობა, დაიხურება იმ სასიცოცხლო შესაძლებლობების დერეფანი, რომელიც ევროპისა და აზიის თანამშრომლობისათვის ასეთი მნიშვნელოვანია.

გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ში ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვაშინგტონში მას არ უწევს ხელისუფლების წარმომადგენლების დარწმუნება საქართველოს საჭიროებებთან და მისწრაფებებთან დაკავშირებით, რადგან საქართველოს აშშ-სთან საერთო ღირებულებები, გეგმები და მიზნები აკავშირებს.

საქართველოს დელეგაციას კვლევით ცენტრში Heritage Foundation-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა კიმ ჰოლმსმა და ფონდის საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორმა ლუკ კოფმა უმასპინძლა, რომელიც შეხვედრის მოდერაციასაც ახორციელებდა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 538
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია