დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ვახტანგ მახარობლიშვილი ლიტვის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს შეხვდა
ავტორი:
2018/მარტი/16 13:00:06
../photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/maxaroblishvili_117c2.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/483360-vakhtang-makharoblishvili-litvis-thavdacvis-ministris-moadgiles-shekhvda.html", "headline": "ვახტანგ მახარობლიშვილი ლიტვის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს შეხვდა", "datePublished": "2018-03-16 09:12:56", "dateModified": "2018-03-16 09:12:56", "description": "საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი ლიტვის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ედვინ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/maxaroblishvili_117c2.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი ლიტვის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ედვინას კერზას შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ისაუბრეს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივებზე. ლიტვურმა მხარემ დაინტერესება გამოხატა საქართველოსთან კიბერუსაფრთხოების სფეროში გამოცდილების გაზიარების კუთხით.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ასპექტებს უსაფრთხოების სფეროში და ამ კუთხით, ბოლო პერიოდში განხორციელებულ ინიციატივებს. ქართული მხრიდან ხაზი გაესვა უსაფრთხოების საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის მნიშვნელობას, რომელსაც გასული წლის შემოდგომაზე ჩაეყარა საფუძველი და რომელიც წარმოადგენს ხელსაყრელ ფორუმს როგორც საქართველოსთვის, ასევე ევროკავშირისთვის საინტერესო თემების განსახილველად.

ვახტანგ მახარობლიშვილმა მადლობა გადაუხადა ლიტველ კოლეგას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის. მან განსაკუთრებით აღნიშნა ლიტვის წვლილი ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში საქართველოში, რომელიც ადგილზე უსაფრთხოების ხელშეწყობის ერთადერთ საერთაშორისო მექანიზმს წარმოადგენს.

ედვინას კერზამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ლიტვა გააგრძელებს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 530
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია