დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
იან კელი - აშშ-საქართველოს ურთიერთობებში 2017 წელი ფანტასტიური იყო
ავტორი:
2018/მარტი/15 18:00:02
../photo/2015_02/0-0SEQT-2015/ian-keli.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/483239-ian-keli-ashsh-saqarthvelos-urthierthobebshi-2017-tseli-fantastiuri-iyo.html", "headline": "იან კელი - აშშ-საქართველოს ურთიერთობებში 2017 წელი ფანტასტიური იყო", "datePublished": "2018-03-15 14:11:45", "dateModified": "2018-03-15 14:11:45", "description": "აშშ-საქართველოს ურთიერთობებში 2017 წელი ფანტასტიური იყო, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს ელჩმა იან...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-0SEQT-2015/ian-keli.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } აშშ-საქართველოს ურთიერთობებში 2017 წელი ფანტასტიური იყო, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს ელჩმა იან კელიმ „ინტერპრესნიუს“ განუცხადა.

„ვეთანხმები პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ გამოცემა Foreign Policy-სთვის მიცემულ ინტერვიუში გამოთქმულ აზრს იმის თაობაზე, რომ 2017 წელი ძალიან პოზიტიური იყო. ეს მართლაც ფანტასტიური წელი იყო, განსაკუთრებით უსაფრთხოების სფეროში. რაც შეეხება „ჯაველინის“ სისტემის მიწოდებას, ობამას ადმინისტრაცია არ იძლეოდა თანხმობას მის მიწოდებაზე. ჩვენ შევძელით ამ თანხმობის მიღება. ასევე ძალიან მალე დავიწყებთ წვრთნებისა და აღჭურვის პროგრამას, „საქართველოს თავდაცვის მზაობის“ პროგრამას“, - განაცხადა იან კელიმ.

საქართველოში აშშ-ს ელჩის თქმით, მასზე შთაბეჭდილება მოახდინა ტრამპის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების გუნდმა. „მათ ნათლად განსაზღვრეს ის გამოწვევები, რომლის წინაშე საქართველო დგას. მათ ასევე სურდათ რუსეთისთვის იმ მესიჯის მიწოდება, რომ საქართველოს ინსტრუმენტს ვაძლევთ, რომლითაც აგრესიას შეაჩერებს. ამის ერთ-ერთი ფაქტორი იყო ის, რაც 2016 წელს მოხდა. ვგულისხმობ, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევა. ეს ამ პროცესის ხელშემწყობი ფაქტორი იყო. არის საერთო ძალისხმევა იმისა, რომ რუსეთს აჩვენონ, რომ ფასის გადახდა მოუწევს აგრესიისთვის. ეს არა მხოლოდ საქართველოს ეხება, არამედ ასევე უკრაინას, ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგს. ეს საყოველთაო მიდგომის ნაწილია იმ მოცემულებისადმი, რომ რუსეთს სურს საერთაშორისო წესრიგის წესების შეცვლა. ასე რომ, ეს დიდი ძალისხმევის ნაწილია. 2017 წელი საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებში უსაფრთხოების კუთხით მართლაც შესანიშნავი იყო“, - დასძინა იან კელიმ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 493
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია