დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თამარ ხულორდავა - ვენეციის კომისიის ექსპერტები კიდევ ერთხელ უსვამენ ხაზს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ქვეყნის კონსტიტუციური წყობის გაძლიერებას და განვითარებას ემსახურება
ავტორი:
2018/მარტი/15 16:00:01
../photo/2015_02/0-00-1AAMAI-2017/xulordava.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/483199-thamar-khulordava-veneciis-komisiis-eqspertebi-kidev-erthkhel-usvamen-khazs-rom-sakonstitucio-cvlilebebi-qveynis-konstituciuri-tsyobis-gadzlierebas-da-ganvitharebas-emsakhureba.html", "headline": "თამარ ხულორდავა - ვენეციის კომისიის ექსპერტები კიდევ ერთხელ უსვამენ ხაზს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებე...", "datePublished": "2018-03-15 11:59:18", "dateModified": "2018-03-15 11:59:18", "description": "პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას ინფორმაციით, ვენეციის კო...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAMAI-2017/xulordava.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას ინფორმაციით, ვენეციის კომისია 16 მარტს საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, საბოლოო დასკვნას წარადგენს.

კომისიის 114-ე პლენარულ სხდომას თამარ ხულორდავა დაესწრება.

„ხვალ ვენეციის კომისია პლენარულ სხდომაზე განიხილავს და მიიღებს საბოლოო დასკვნას საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ. ვენეციის კომისიის ექსპერტები კიდევ ერთხელ უსვამენ ხაზს იმას, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ქვეყნის კონსტიტუციური წყობის გაძლიერებას და განვითარებას ემსახურება და რომ საკონსტიტუციო რეფორმა ასრულებს საქართველოში საპარლამენტო დემოკრატიის ფორმირების პროცესს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესის დასაწყისშივე განაცხადა, რომ სრულად გავითვალისწინებდით ვენეციის კომისიის ყველა პრინციპულ რეკომენდაციას. ეს პირობა შესრულებულია. მას შემდეგ, რაც მომავალ კვირას საქართველოს პარლამენტი მესამე მოსმენით უყრის კენჭს საკონსტიტუციო ცვლილებებს, საქართველოს ექნება ახალი კონსტიტუცია, რომელიც სრულად შეესაბამება ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპებსა და ევროპული საპარლამენტო დემოკრატიის საუკეთესო ტრადიციებს“,- განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.





წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 525
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია