დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ოპოზიციური პარტიები ჟენევის დისკუსიებთან დაკავშირებით სპეციალური ფორმატის შექმნას და მიმდინარე თვეში პრემიერის პარლამენტში მისვლას ითხოვენ
ავტორი:
2018/მარტი/15 15:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/opozicia2.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/483190-opoziciuri-partiebi-zhenevis-diskusiebthan-dakavshirebith-specialuri-formatis-sheqmnas-da-mimdinare-thveshi-premieris-parlamentshi-misvlas-ithkhoven.html", "headline": "ოპოზიციური პარტიები ჟენევის დისკუსიებთან დაკავშირებით სპეციალური ფორმატის შექმნას და მიმდინარე თვეში...", "datePublished": "2018-03-15 11:14:20", "dateModified": "2018-03-15 11:14:20", "description": "პროდასავლური ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას სპეციალური ფორმატის შექმნის მოთხოვნით მიმართავენ, რომლ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/opozicia2.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პროდასავლური ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას სპეციალური ფორმატის შექმნის მოთხოვნით მიმართავენ, რომლის ფარგლებშიც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ყოველი რაუნდის წინ და შემდეგ შედგება სახელმწიფო წარმომადგენლების მოსმენა გაფართოებულ ან დახურულ ფორმატში.

პარტიების კიდევ ერთი მოთხოვნაა მარტის თვის განმავლობაში პრემიერ–მინისტრის პარლამენტში მისვლა და დეოკუპაციის პოლიტიკისა და რუსეთთან ურთიერთობების საკითხებზე დებატებში მონაწილეობის მიღება.

გარდა ამისა, პარტიები ხელისუფლებას მიმართავენ დროულად მიიღონ რეზოლუცია ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის საკითხზე, სადაც ასახული იქნება ”ოთხოზორია–ტატუნაშვილის სიის” შექმნის ინიციატივა. პარტიები ასევე ითხოვენ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან კოორდინაციაში საქართველოს შსს–სგან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების ქვედანაყოფების გააქტიურებას ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე.

აღნიშნული 4 მიმართვა ასახული იქნება სპეციალურ განცხადებაში, რომელიც საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიებმა პრემიერ–მინისტრის 11 მარტის განცხადების საპასუხოდ მოამზადეს. აღნიშნულ განცხადებას 12 ოპოზიციური პარტია მოაწერს ხელს. განცხადების ტექსტთან დაკავშირებით შეხვედრა დღეს პარლამენტში გაიმართა.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 542
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია