დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მიხეილ სააკაშვილი - არასოდეს, არც ერთი ბიზნესმენისთვის ფული არ გამომირთმევია
ავტორი:
2013/ოქტომბერი/14 10:30:03
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თურქეთში მცხოვრებ წარმატებულ ქართველებს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა მათთან საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის პროექტის შესახებ ისაუბრა.
"ჩვენ ახლა ვახშამი გვაქვს ბიზნესმენებთან. მე, არასოდეს, არც ერთი ბიზნესმენისთვის ჩემი პრეზიდენტობის დროს, არანაირი ფული არ გამომირთმევია. არც ახლა ვაპირებ ჩემთვის, მაგრამ მინდა, ვთხოვო მათ დააფინანსონ საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა, რომელიც არის ახალგაზრდობისთვის. ეს ჩვეული ტრადიციაა უცხოეთში, პრეზიდენტობის შემდეგ მოიძიო დაფინანსება სწორედ ასეთი სახის ბიბლიოთეკებისთვის. ყოველ შემთხვევაში ამერიკაში ასეა. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ადამიანი გამოჩნდება აქაც და სხვა ქვეყნებშიც", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა მიხეილ სააკაშვილის ინიცირებული პროექტია. საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტების – ზვიად გამსახურდიასა და ედუარდ შევარდნაძის კუთხეებიც იქნება. ბიბლიოთეკისთვის უკვე 5 ათასამდე წიგნი აქვთ და წიგნებით სარგებლობა უფასო იქნება.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1725
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია