დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიორგი მარგველაშვილი - დღეს საქართველოს უაღრესად სჭირდება აშშ-ის მხარდაჭერა არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე
ავტორი:
2018/მარტი/14 08:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/margvelashvili_6d037.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/482833-giorgi-margvelashvili-dghes-saqarthvelos-uaghresad-stcirdeba-ashsh-is-mkhardatcera-arsebuli-usafrthkhoebis-gamotsvevebis-fonze.html", "headline": "გიორგი მარგველაშვილი - დღეს საქართველოს უაღრესად სჭირდება აშშ-ის მხარდაჭერა არსებული უსაფრთხოების გა...", "datePublished": "2018-03-14 04:43:44", "dateModified": "2018-03-14 04:43:44", "description": "საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვაშინგტონში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სენატში გამართ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/margvelashvili_6d037.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვაშინგტონში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სენატში გამართულ შეხვედრებზე საქართველოს უსაფრთხოების საკითხებზე მტკიცე მხარდაჭერის კონსოლიდაციისა და ნატოს მომავალი სამიტისთვის მზადების საკითხები განიხილა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სენატორებთან, რობერტ მენენდესთან, ბობ კორკერთან და ჯინ შაჰინთან შეხვედრებისას გიორგი მარგველაშვილმა დეტალურად ისაუბრა რეგიონში უსაფრთხოების თვალსაზრისით შექმნილ ვითარებაზე და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია უსაფრთხოების სფეროში შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება, რათა კიდევ უფრო ხელშესახები გახდეს, ამ თანამშრომლობის შედეგები.

"დღეს საქართველოს უაღრესად სჭირდება შეერთებული შტატების მხარდაჭერა არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე და ნატო-ს სამიტისთვის მოსამზადებელ პერიოდში ქვეყნის წინაშე მდგარი საფრთხეების ნეიტრალიზაციისთვის", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრისას.
მან მადლობა გადაუხადა სენატორებს იმ ძლიერი მხარდაჭერისთვის, რასაც აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ გამოხატავენ.

"გვაქვს ამბიცია, რომ გავხდეთ ნატო-ს წევრები. ვამბობთ, რომ ვიმსახურებთ ნატო-ს წევრობას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს საქართველოსათვის რეალობად იქცეს", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ალიანში გაწევრიანების გზაზე საქართველოს წინსვლა შეჩერებულია დიდწილად გაყინული კონფლიქტების გამო, რომელიც საქართველოს რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტულ რეგიონებთან, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან აქვს - რეგიონებთან, რომლებმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. რუსეთის აგრესიულ ქმედებებთან მიმართებაში საუბრისას გიორგი მარგველაშვილმა არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის საკითხი დააყენა და აღნიშნა, რომ საქართველო ვერასოდეს შეეგუება ოკუპაციას.

სენატორებმა აღნიშნეს, რომ საქართველო შეერთებული შტატების და ალიანსის განსაკუთრებული პარტნიორია რეგიონში და მნიშვნელოვანია მისი როლი საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის თვალსაზრისით.

პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, უაღრესად მნიშვნელოვანია ის აქტივობები, რომელიც დღეს, ამ ვითარებაში, არსებულ პოლიტიკურ ფონზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ ხორციელდება.

შეხვედრებს ესწრებოდნენ ქართული დელეგაციის წევრები: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი და საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 496
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია