დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გედევან ფოფხაძე - როდესაც ოჯახი დაღუპულის ცხედარს ელოდება, პოლიტიკური რევერანსების დრო არ არის
ავტორი:
2018/მარტი/13 20:00:02
../photo/2015_02/0-00-1AMART-2017/fofxadze_3c176.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/482800-gedevan-fofkhadze-rodesac-ojakhi-daghupulis-ckhedars-elodeba-politikuri-reveransebis-dro-ar-aris.html", "headline": "გედევან ფოფხაძე - როდესაც ოჯახი დაღუპულის ცხედარს ელოდება, პოლიტიკური რევერანსების დრო არ არის", "datePublished": "2018-03-13 16:09:39", "dateModified": "2018-03-13 16:09:39", "description": "ტატუნაშვილის საქმეზე პარლამენტის რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით მუშაობა გაგრძელდება პლენარულ სხდომ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AMART-2017/fofxadze_3c176.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ტატუნაშვილის საქმეზე პარლამენტის რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით მუშაობა გაგრძელდება პლენარულ სხდომაზე, დრო ჯერ კიდევ გვაქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გედევან ფოფხაძემ განუცხადა.

ფოფხაძემ თავი შეიკავა დაკონკრეტებისგან, თუ როგორია უშუალოდ პრემიერ–მინისტრის პოზიცია რეზოლუციის ტექსტში ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის ასახვასთან დაკავშირებით, რა ინიციატივაც საპარლამენტო უმრავლესობას აქვს.

„ჩვენ შეხვედრაზე ჩვენი აზრი გამოვთქვით, თუ როგორ წარმოგვიდგენია და როგორი უნდა იყოს პოლიტიკა ამ ვითარებაში. პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ ჭირისუფალს ცხედარი დაუბრუნდეს და დატირების შესაძლებლობა მიეცეს. როდესაც ოჯახი დაღუპულის ცხედარს ელოდება, პოლიტიკური რევერანსების დრო არ არის“, – განუცხადა ჟურნალისტებს გედევან ფოფხაძემ.

ფოფხაძემ ამ კონტექსტში აღნიშნა, რომ ის სრულად იზიარებს პრემიერ–მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებას და მასში გაკეთებულ აქცენტებს.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 545
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია