დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს ანგარიში გააცნო
ავტორი:
2018/მარტი/13 19:00:01
../photo/2015_02/00-1APRIL-2014/sherigebis-samin.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/482789-sakhelmtsifo-ministris-aparatma-erovnul-umciresobatha-sabtcos-angarishi-gaacno.html", "headline": "სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს ანგარიში გააცნო ", "datePublished": "2018-03-13 14:57:09", "dateModified": "2018-03-13 14:57:09", "description": "შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა სამოქალა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/00-1APRIL-2014/sherigebis-samin.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის 2017 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშისა და 2018 წლის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გამართა, რომელსაც სახალხო დამცველის აპარატთან არსებული უმცირესობათა საბჭოს და სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის წევრები ესწრებოდნენ.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის ძირითადი მიმართულებების ფარგლებში 2017 წლის განმავლობაში განხორციელებული და 2018 წელს დაგეგმილი პროგრამები, პროექტები და ღონისძიებები.
საუბარი შეეხო სამოქალაქო და პოლიტიკურ ცხოვრებაში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა თანაბარი და სრულფასოვანი მონაწილეობის უზრუნველყოფის საკითხების, თანაბარი სოციალური და ეკონომიკური პირობებისა და შესაძლებლობების შექმნის, ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და სახელმწიფო ენის ცოდნის გაუმჯობესების, ეთნიკურ უმცირესობათა კულტურის შენარჩუნებისა და ტოლერანტული გარემოს უზრუნველყოფის მიმართულებით სახელწმიფო უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო გეგმებს.

აგრეთვე განიხილეს მცირერიცხოვან და მოწყვლად ეთნიკურ უმცირესობათა მხარდაჭერის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები, მედიასა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობისა და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის საკითხები.

„აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიით და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ყველა მიმართულებით გაგრძელდა პროგრამებისა და პროექტების განხორციელება და თითოეული მიმართულებით აღინიშნება პროგრესი.

შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი და საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია“,- ნათქვამია პრესრელიზში.

“მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს ასეთი მექანიზმი - მჭიდრო თანამშრომლობა სახალხო დამცველის აპარატთან და მუდმივი კომუნიკაცია მასთან არსებულ უმცირესობათა საბჭოსთან. დღეს მათ გავაცნობთ 2017 წლის საქმიანობის ანგარიშსა და 2018 წლის სამოქმედო გეგმას სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით. სახელმწიფოს აქვს 2015 წელს დამტკიცებული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2015-2020 წლებისათვის, რომლის მთავარი ამოცანა გახლავთ ის, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ, განურჩევლად მისი ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა, საკუთარ სამშობლოში თავი იგრძნოს თანასწორად, იყოს მაქსიმალურად ჩართული და რეალიზებული ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში.

„ჩვენი ყოველწლიური საქმიანობა ეფუძნება არსებული გამოწვევების ანალიზს და ძირითადი აქცენტები წელსაც განსაზღვრულია იმით, თუ რა წარმოადგენს მთავარ ამოცანას. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ერთ-ერთ მთავარ ამოცანად კვლავ რჩება სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლება. განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში, სადაც მსურველთა რაოდენობა მაღალია, თანაც არა მხოლოდ სასკოლო ასაკში. ჩვენი ამოცანაა, რომ მათ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ. არსებობს ენის სახელმწიფო დეპარტამენტი, ჩართული გახლავთ განათლების სამინისტრო და ვფიქრობ, რომ მომდევნო წლების განმავლობაში არაერთი საინტერესო პროექტი იქნება.

„ასევე ძალიან მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ჩართვა სხვადასხვა სფეროში. მათ შორის პოლიტიკაში. 2017 წელი ძალიან მნიშვნელოვანი სიახლით აღვნიშნეთ. კერძოდ, ავამოქმედეთ სპეციალური სტაჟირების პროგრამა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისათვის, „1+4 პროგრამის“ წარმატებული სტუდენტებისათვის, რომელთაც მთელი წლის განმავლობაში ჰქონდათ საშუალება გაევლოთ სტაჟირება თითქმის ყველა საჯარო უწყებაში. როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე. ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა შეიძინონ პროფესიული უნარები, თავი გამოავლინონ, მომავალში დასაქმდნენ და მაქსიმალურად რეალიზებული იყვნენ თავიანთ სფეროში“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ღონისძიება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ მხარდაჭერით ჩატარდა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 641
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია