დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა
ავტორი:
2018/მარტი/12 08:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/kvirikashvili33.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/482413-saqarthvelos-premier-ministri-oficialuri-vizitith-azerbaijans-etsveva.html", "headline": "საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა", "datePublished": "2018-03-12 04:38:47", "dateModified": "2018-03-12 04:38:47", "description": "საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს, ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/kvirikashvili33.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს, ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა. ბაქოს ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს “ზაგულბას” სასახლეში პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტში გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანელ კოლეგას, არტურ რასიზადეს შეხვდება, რის შემდეგაც, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართება.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, აზერბაიჯანთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარე ზვიად ძიძიგური და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე იმყოფებიან.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 575
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია