დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
უკრაინაში საქართველოს საელჩოში მიღება გაიმართა
ავტორი:
2018/მარტი/11 18:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/ukrainissaelchoshi.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/482396-ukrainashi-saqarthvelos-saelchoshi-migheba-gaimartha.html", "headline": "უკრაინაში საქართველოს საელჩოში მიღება გაიმართა", "datePublished": "2018-03-11 14:02:11", "dateModified": "2018-03-11 14:02:11", "description": "უკრაინაში საქართველოს საელჩოში, ელჩი გელა დუმბაძის მეუღლის, ირინა სულთანიშვილის ორგანიზებით, გაიმართ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/ukrainissaelchoshi.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } უკრაინაში საქართველოს საელჩოში, ელჩი გელა დუმბაძის მეუღლის, ირინა სულთანიშვილის ორგანიზებით, გაიმართა მიღება, რომელშიც უკრაინაში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელების მეუღლეებმა მიიღეს მონაწილეობა.

უკრაინაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, შეკრება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების მე-100 წლისთავისა და ასევე საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების მე-100 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ციკლის ფარგლებში გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პრეზენტაცია, რომლის დროსაც სტუმრებს პირველი რესპუბლიკის შესახებ ფოტომასალები გააცნეს.

აგრეთვე, აღინიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ქალები 100 წლის წინ, საუბარი შეეხო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის 5 წევრ-ქალბატონს. ცალკე ყურადღება დაეთმო საქართველოს კულტურულ და ისტორიულ მემკვიდრეობას, ღვინის დამზადების უნიკალურ ტექნიკას, იუნესკოს მატერიალურ და არამატერიალუ მემკვიდრეობის სიაში შეტანილ ობიექტებს, ქართულ პოლიფონიურ სიმღერას, მინანქრის უნიკალურ ტექნოლოგიას. გარდა ამისა, პრეზენტაციის ფარგლებში წარმოდგენილ იქნა საქართველოს ტურისტული პოტენციალი, სხვადასხვა ტურების თავისებურებები, ზამთრის ტურიზმის ჩათვლით.

პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა „ქართული ნაციონალური სამოსის სახლის“-კოლექციის ჩვენება, რომელიც ქართული ეროვნული ბალეტის „სუხიშვილები“ მოცეკვავეებმა წარმოადგინეს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 573
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია