დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თორნიკე შარაშენიძე - ტატუნაშვილის საქმის ფონზე პრემიერის განცხადების კონტექსტი გაუგებარია
ავტორი:
2018/მარტი/09 18:00:02
../photo/2015_02/0-0OQT-2015/sharashenidze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/482225-thornike-sharashenidze-tatunashvilis-saqmis-fonze-premieris-ganckhadebis-konteqsti-gaugebaria.html", "headline": "თორნიკე შარაშენიძე - ტატუნაშვილის საქმის ფონზე პრემიერის განცხადების კონტექსტი გაუგებარია", "datePublished": "2018-03-09 13:54:21", "dateModified": "2018-03-09 13:54:21", "description": "GIPA-ს პროფესორის თორნიკე შარაშენიძის შეფასებით, ტატუნაშვილის საქმის ფონზე, როდესაც საზოგადოება ბოლო...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-0OQT-2015/sharashenidze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } GIPA-ს პროფესორის თორნიკე შარაშენიძის შეფასებით, ტატუნაშვილის საქმის ფონზე, როდესაც საზოგადოება ბოლოსდაბოლოს მობილიზებულია რუსეთის ქმედების წინააღმდეგ, პრემიერის განცხადების კონტექსტი გაუგებარია.

„ჩემთვის პრემიერის განცხადების კონტექსტი გაუგებარი იყო. რა კონტექსტში კეთდება ეს განცხადება ახლა?! ამ ფონზე, როცა ბოლოსდაბოლოს საზოგადოება მობილიზებულია და აპროტესტებს რუსეთის ქმედებას, ტატუნაშვილის საქმეს ვგულისხმობ და პრემიერის მხრიდან ასეთი განცხადება, მე მაგალითად ვერ გავიგე. თუ ეს პასუხია ტატუნაშვილის საქმეზე, მაშინ გაურკვეველია და კითხვებს ბადებს, რანაირი პასუხია ეს?! ალბათ, ეს ტატუნაშვილის საქმეზე პასუხი არ არის, იმედი ვიქონიოთ. მაგრამ მაშინ კითხვები ჩნდება, რამის იმედი აქვს, როცა ამ განცხადებას აკეთებს? შემზადდა სიტუაცია რუსეთთან დიპლომატიური გარღვევისთვის? თუ არ შემზადდა, რატომ კეთდება განცხადება? თუ ხდება მხოლოდ ის, რასაც გარედან ჩვენ, უბრალო მოკვდავები ვხედავთ, მაშინ ამ განცხადების გაკეთება ტატუნაშვილის საქმის ფონზე, მაინცდამაინც დროული არ იყო“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ თორნიკე შარაშენიძემ.

რაც შეეხება აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირ დიალოგის წინადადებას, შარაშენიძის თქმით, ასეთი დიალოგი მხოლოდ არაფორმალური შეიძლება იყოს. „რუსეთი დიდი ხანია ეუბნება საქართველოს, წადით და ელაპარაკეთ აფხაზებს და ოსებს, მაგრამ ამ დროს ამ დიალოგს რეალურად ხელს არანაირად არ უწყობს. საქართველოს მხარე თუ ტაქტიკურ ნაბიჯს დგამს იმის დასაფიქსირებლად, რომ ჩვენ კონსტრუქციულები ვართ და დათმობაზე მივდივართ, აფხაზები და ოსები კი უარს ამბობენ (და დარწმუნებული ვარ, მათი პასუხია უარი იქნება, რადგან საქართველოს მხრიდან აღიარებას მოითხოვენ), მაშინ ეს მომგებიან ვითარებაში გვაყენებს. მაგრამ თუ რეალურად აქვს ილუზია, რომ ისინი დაგველაპარაკებიან და ასე მარტივად დალაგდება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, მაშინ ეს მხოლოდ ილუზიებია“, - დასძინა შარაშენიძემ.

თორნიკე შარაშენიძე დარწმუნებულია, რომ რუსეთის პასუხი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმართვაზე ტრადიციული იქნება. „რუსეთის ხელისუფლებისგან იქნება პასუხი, რომ ჩვენ არაფერი შუაში ვართ, საქართველომ გაწყვიტა ჩვენთან დიპლომატიური ურთიერთობები და ჩვენთან ლაპარაკი სურს, რა პრობლემაა, აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობები; თუ აფხაზებთან და ოსებთან უნდა ლაპარაკი, ჩვენ არ ვუშლით... ეს იქნება რუსეთის პასუხი, რომელიც ბევრჯერ მოგვისმენია“, - დასძინა შარაშენიძემ.

თემა: არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა ცხინვალში დავით უსუფაშვილი - ქვეყანამ თავი არ უნდა ჩავიყენოთ ისეთ მდგომარეობაში, როდესაც ცხედრის გადმოცემა რუსეთისგან მოწყალების გაღებად ჩაითვლება
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 762
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია