დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დავით უსუფაშვილი - ქვეყანამ თავი არ უნდა ჩავიყენოთ ისეთ მდგომარეობაში, როდესაც ცხედრის გადმოცემა რუსეთისგან მოწყალების გაღებად ჩაითვლება
ავტორი:
2018/მარტი/09 17:30:02
../photo/2015_02/0-01TEBER-2016/usufashvili.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/482220-davith-usufashvili-qveyanam-thavi-ar-unda-chaviyenoth-iseth-mdgomareobashi-rodesac-ckhedris-gadmocema-rusethisgan-motsyalebis-gaghebad-chaithvleba.html", "headline": "დავით უსუფაშვილი - ქვეყანამ თავი არ უნდა ჩავიყენოთ ისეთ მდგომარეობაში, როდესაც ცხედრის გადმოცემა რუს...", "datePublished": "2018-03-09 13:32:48", "dateModified": "2018-03-09 13:32:48", "description": "ქვეყანამ თავი არ უნდა ჩავიყენოთ ისეთ მდგომარეობაში, როდესაც ცხედრის გადმოცემა რუსეთისგან მოწყალების ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-01TEBER-2016/usufashvili.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ქვეყანამ თავი არ უნდა ჩავიყენოთ ისეთ მდგომარეობაში, როდესაც ცხედრის გადმოცემა რუსეთისგან მოწყალების გაღებად ჩაითვლება, რაზეც ჩვენ საპასუხო მადლიერების ვალდებულება გაგვიჩნდება, - ამის შესახებ “შენების“ მოძრაობის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

უსუფაშვილი გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის განცხადებას და აღნიშნა, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა საქართველომ უნდა მოითხოვოს და არ უნდა ითხოვოს.

“არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა საქართველომ უნდა მოითხოვოს და არ უნდა ითხოვოს. ეს არის სწორი მიდგომა სახელმწიფოებრივი გადმოსახედიდანაც და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაცემული მამულიშვილებისთვის სათანადო პატივის მისაგებადაც. ქვეყანამ თავი არ უნდა ჩავიყენოთ ისეთ მდგომარეობაში, როდესაც ცხედრის გადმოცემა რუსეთისგან მოწყალების გაღებად ჩაითვლება, რაზეც ჩვენ საპასუხო მადლიერების ვალდებულება გაგვიჩნდება. ესაა ოკუპაციისა და დე-ფაქტო ომის პირობებში მყოფი ქვეყნის მკაცრი რეალობა, სადაც უმძიმესი ადამიანური ტრაგედიებიც კი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი სტრატეგიის კონტექსტშია დასანახი. მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკას ალტერნატივა არ აქვს, თუმცა ამ პოლიტიკის გახმოვანებისას არ უნდა გაჩნდეს იმის განცდა, რომ რუსეთ-საქართველოს პოლიტიკური ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობისას ქართული მხარე მზადაა სუფთა ფურცლიდან დაიწყოს პროცესი. ასე ჩვენ აფხაზ ხალხს შეიძლება ვესაუბროთ და არა აგრესორ და ოკუპანტ უცხო სახელმწიფოს. კარგად მესმის პრემიერის, რომელიც ვალდებულია გაუმკლავდეს მძიმე მორალურ და პოლიტიკურ დილემებს. მაგრამ მაინც ვთვლი, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის მოთხოვნა უნდა დაეფუძნოს საერთაშორისოდ აღიარებულ პოლიტიკურ, სამართლებრივ და ზნეობრივ პრინციპებს და ამ კონტექსტში სხვა კომპლექსური საკითხების წამოწევა ვერ გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის პოზიციებს რუსეთთან ურთიერთობაში“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მთავრობის მეთაური მიმართავს რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლებას, „დღევანდელი დღისა და მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, გადავდგათ ერთობლივი ნაბიჯები აღნიშნული რთული ვითარების დასაძლევად“.

„მიმდინარე წლის აგვისტოში 2008 წლის ომიდან ათი წელი შესრულდება. ამ დრამატულმა მოვლენამ ღრმა კვალი დატოვა ქართველი ხალხის ცნობიერებასა და საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობებში.

გაწყვეტილია დიპლომატიური კავშირები. მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებამ ფაქტობრივად ჩიხში მოაქცია ნორმალური სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის დამყარების პერსპექტივა.

ამჟამად ჩვენს წინაშე არის არჩევანი - აღნიშნულ თარიღს შევხვდეთ ურთიერთბრალდებებითა და მწვავე განცხადებებით, რომელთა ნაკლებობა ამ წლების განმავლობაში ნამდვილად არ იყო, ან გადავდგათ გონივრული, თუნდაც მცირე ნაბიჯები ამ მოჯადოებული წრიდან ჩვენი ურთიერთობების გამოსაყვანად.

ჩვენ ადრეც განვაცხადეთ და კვლავ ვადასტურებთ, რომ დაინტერესებულნი ვართ მივაღწიოთ რეალურ პროგრესს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების პროცესში, რისთვისაც დავადასტურე ჩემი პირადი ჩართვის მზაობა. მზად ვართ ასევე, პირდაპირი დიალოგისათვის აფხაზებთან და ოსებთან და მისასალმებელი იქნებოდა ამ თვალსაზრისით რუსეთის მხარის რეალურად კონსტრუქციული მიდგომა. პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებლად მიგვაჩნია სხვა გონივრული ნაბიჯების გადადგმაც.

სამწუხაროდ, დღეს რთული რეალობის წინაშე ვდგავართ. ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები აღვადგინეთ, მაგრამ ტრაგიკული მოვლენების ჯაჭვი დღესაც გრძელდება. ეს ძირს უთხრის ქართულ-რუსულ ურთიერთობათა მოწესრიგების პერსპექტივას. ამის ბოლო ტრაგიკული მაგალითია ორი კვირის წინ ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში ჩვენი მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილი, რომლის ცხედრის გადმოცემაც კი, მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების, კათოლიკოს-პატრიარქისა და საერთაშორისო თანამეგობრობის არაერთი მცდელობისა, აქამდე ვერ მოხერხდა ოჯახისათვის.

მივმართავ რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლებას, რათა დღევანდელი დღისა და მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, გადავდგათ ერთობლივი ნაბიჯები აღნიშნული რთული ვითარების დასაძლევად“, - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

თემა: არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა ცხინვალში იან კელი - აშშ-ს კონტაქტი აქვს რუსეთის ხელისუფლებასთან, რათა დაუყოვნებლივ დაუბრუნონ ცხედარი ოჯახს
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 548
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია