დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი მენაღარიშვილი - განსაკუთრებული ოპტიმიზმი იმისა, რომ პრემიერის მოწოდებას რუსეთის მხრიდან პოზიტიური ნაბიჯები მოყვება, არ მაქვს
ავტორი:
2018/მარტი/09 17:00:02
../photo/2015_02/ipn3/menagarishviliirakli-2318_big.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/482212-irakli-menagharishvili-gansakuthrebuli-optimizmi-imisa-rom-premieris-motsodebas-rusethis-mkhridan-pozitiuri-nabijebi-moyveba-ar-maqvs.html", "headline": "ირაკლი მენაღარიშვილი - განსაკუთრებული ოპტიმიზმი იმისა, რომ პრემიერის მოწოდებას რუსეთის მხრიდან პოზიტ...", "datePublished": "2018-03-09 13:15:36", "dateModified": "2018-03-09 13:15:36", "description": "განსაკუთრებული ოპტიმიზმი იმისა, რომ პრემიერის მოწოდებას რუსეთის მხრიდან პოზიტიური ნაბიჯები მოყვება, ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/ipn3/menagarishviliirakli-2318_big.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } განსაკუთრებული ოპტიმიზმი იმისა, რომ პრემიერის მოწოდებას რუსეთის მხრიდან პოზიტიური ნაბიჯები მოყვება, არ მაქვს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი მენაღარიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ პრემიერის განცხადების შეფასებისას განუცხადა.

მისი თქმით, საქართველომ ყველაფრის მიუხედავად გადამწყვეტი ნაბიჯები უნდა გადადგას.

“გაუგებრობას იწვევს ჩვენში, თუ რატომ იწვევს ჩვენს საზოგადოებაში კამათი იმაზე, ვინ რა განცხადებას აკეთებს, ნაცვლად იმისა, რომ ის არაადამიანური აქტი, რომელიც ახლაც გრძელდება სამხრეთ ოსეთში, აღიკვეთოს. ეს არ მესმის, რადგან უკვე ტრადიციად იქცა, რომ როცა რაიმე პრობლემა გაუჩნდება ქვეყანას, ერთმანეთში დავიწყოთ მტყუან-მართლის ძიება, იმის ნაცვლად, რომ როგორმე ერთად ვეძებოთ გამოსავალი სიტუაციიდან და შემდეგ ვეძებოთ ვინ მოიქცა სწორად და ვინ რა დააკლო საერთო საქმეს. მე მიმაჩნია, რომ ან განცხადებაში ძალიან სწორი და მკაფიო აქცენტია დასმული. მისი ძირითარი მოწოდება არის მიმართული რუსეთისადმი, რათა მან გადადგას გადამჭრელი ნაბიჯები იმ არაადამიანური დამოკიდებულების შესაწყვეტად, რომელიც ჩვენი მოქალაქის, ტატუნაშვილის შემთხვევაში დღესაც გრძელდება. არ ვარ დარწმუნებული შედეგებში, რადგან რუსეთის წარმომადგენელთა რეაქცია ამ საკითხზე დღემდე ისეთია, რომ განსაკუთრებული ოპტიმიზმის საფუძველს არ გვაძლევს, მაგრამ ჩვენი პოზიცია იმაზე, თუ ვინ არის დამნაშავე, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა, ვის ეკისრება ვალდებულება გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას, უნდა დავაფიქსიროთ. ეს განცხადება მხოლოდ მოსკოვის მიმართ არ არის მიმართული. ეს განცხადება საერთაშორისო თანამეგობრობისთვისაც არის განსაზღვრული. ჩვენი პოზიცია უნდა იყოს კორექტული, კონსტრუქციული და პრინციპული, სხვაგვარად საქმე არ კეთდება. თუმცა განსაკუთრებული ოპტიმიზმი იმისა, რომ ამ მოწოდებას რუსეთის გადაუდებელი პოზიტიური ნაბიჯები მოყვება, არ მაქვს“, - განაცხადა მენაღარიშვილმა.

მთავრობის მეთაური მიმართავს რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლებას, „დღევანდელი დღისა და მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, გადავდგათ ერთობლივი ნაბიჯები აღნიშნული რთული ვითარების დასაძლევად“.

„მიმდინარე წლის აგვისტოში 2008 წლის ომიდან ათი წელი შესრულდება. ამ დრამატულმა მოვლენამ ღრმა კვალი დატოვა ქართველი ხალხის ცნობიერებასა და საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობებში.

გაწყვეტილია დიპლომატიური კავშირები. მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებამ ფაქტობრივად ჩიხში მოაქცია ნორმალური სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის დამყარების პერსპექტივა.

ამჟამად ჩვენს წინაშე არის არჩევანი - აღნიშნულ თარიღს შევხვდეთ ურთიერთბრალდებებითა და მწვავე განცხადებებით, რომელთა ნაკლებობა ამ წლების განმავლობაში ნამდვილად არ იყო, ან გადავდგათ გონივრული, თუნდაც მცირე ნაბიჯები ამ მოჯადოებული წრიდან ჩვენი ურთიერთობების გამოსაყვანად.

ჩვენ ადრეც განვაცხადეთ და კვლავ ვადასტურებთ, რომ დაინტერესებულნი ვართ მივაღწიოთ რეალურ პროგრესს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების პროცესში, რისთვისაც დავადასტურე ჩემი პირადი ჩართვის მზაობა. მზად ვართ ასევე, პირდაპირი დიალოგისათვის აფხაზებთან და ოსებთან და მისასალმებელი იქნებოდა ამ თვალსაზრისით რუსეთის მხარის რეალურად კონსტრუქციული მიდგომა. პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებლად მიგვაჩნია სხვა გონივრული ნაბიჯების გადადგმაც.

სამწუხაროდ, დღეს რთული რეალობის წინაშე ვდგავართ. ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები აღვადგინეთ, მაგრამ ტრაგიკული მოვლენების ჯაჭვი დღესაც გრძელდება. ეს ძირს უთხრის ქართულ-რუსულ ურთიერთობათა მოწესრიგების პერსპექტივას. ამის ბოლო ტრაგიკული მაგალითია ორი კვირის წინ ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში ჩვენი მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილი, რომლის ცხედრის გადმოცემაც კი, მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების, კათოლიკოს-პატრიარქისა და საერთაშორისო თანამეგობრობის არაერთი მცდელობისა, აქამდე ვერ მოხერხდა ოჯახისათვის.

მივმართავ რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლებას, რათა დღევანდელი დღისა და მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, გადავდგათ ერთობლივი ნაბიჯები აღნიშნული რთული ვითარების დასაძლევად“, - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 557
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია