დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ზაზა გაბუნია - პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ პრემიერის განცხადება ისე გაასაღონ, თითქოს მან რუსეთთან რაიმეს დათმობაზე ისაუბრა, თავს ისულელებენ
ავტორი:
2018/მარტი/09 15:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/gabunia2.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/482191-zaza-gabunia-politikosebi-romlebic-cdiloben-premieris-ganckhadeba-ise-gaasaghon-thithqos-man-ruseththan-raimes-dathmobaze-isaubra-thavs-isuleleben.html", "headline": "ზაზა გაბუნია - პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ პრემიერის განცხადება ისე გაასაღონ, თითქოს მან რუსეთთა...", "datePublished": "2018-03-09 11:44:54", "dateModified": "2018-03-09 11:44:54", "description": "პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ პრემიერის განცხადება ისე გაასაღონ, თითქოს მან რუსეთთან რაიმეს დათმობ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/gabunia2.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ პრემიერის განცხადება ისე გაასაღონ, თითქოს მან რუსეთთან რაიმეს დათმობაზე ისაუბრა, თავსაც ისულელებენ და მოსახლეობასაც შეურაცხყოფას აყენებენ, - ამის შესახებ პარლამენტის ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, პრემიერმა, გამოთქვა მზადყოფნა მისი პირადი მონაწილეობით ჟენევის დისკუსიების ფორმატის უმაღლეს დონეზე აყვანასთან და აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირ დიალოგთან დაკავშირებით.

“ის პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ პრემიერის განცხადება ისე გაასაღოს თითქოს მან რუსეთთან რაიმეს დათმობაზე ისაუბრა, თავსაც ისულელებენ და მოსახლეობასაც შეურაცხყოფას აყენებენ არასწორად ინტერპრეტაციის გამო. პრემიერმა, გამოთქვა მზადყოფნა მისი პირადი მონაწილეობით ჟენევის დისკუსიების ფორმატის უმაღლეს დონეზე აყვანასთან და აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირ დიალოგში შესვლასთან დაკავშირებით. ამ განცხადებით კვირიკაშვილმა გადადგა ნაბიჯი არა მხოლოდ ტატუნაშვილთან დაკავშირებული უმძიმესი პრობლემის მოსაგვარებლად, არამედ, კონკრეტული გონივრული შეთავაზება გააჟღერა ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხზე. ეს არის ქვეყნისა და საკუთარი ხალხის წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობის მქონე სახელმწიფო ლიდერის განცხადება, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებს აყენებს ყველაფერზე მაღლა“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 611
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია