დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
117 არასამთავრობო ორგანიზაცია პარლამენტს მოუწოდებს, მხარი დაუჭიროს გენდერული კვოტირების შესახებ წარდგენილ კანონპროექტს
ავტორი:
2018/მარტი/08 13:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/aqciatanasworoba.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/481989-117-arasamthavrobo-organizacia-parlaments-moutsodebs-mkhari-dautciros-genderuli-kvotirebis-shesakheb-tsardgenil-kanonproeqts.html", "headline": "117 არასამთავრობო ორგანიზაცია პარლამენტს მოუწოდებს, მხარი დაუჭიროს გენდერული კვოტირების შესახებ წარდ...", "datePublished": "2018-03-08 08:47:07", "dateModified": "2018-03-08 08:47:07", "description": "117 არასამთავრობო ორგანიზაცია პარლამენტს მოუწოდებს მხარი დაუჭიროს საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილ გ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/aqciatanasworoba.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } 117 არასამთავრობო ორგანიზაცია პარლამენტს მოუწოდებს მხარი დაუჭიროს საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილ გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტს.

ორგანოზაციები საკანონმდებლო ორგანოს მოუწოდებენ პლენარულ განხილვაზე მხარი დაუჭიროს 37 455 ამომრჩევლის ხელმოწერით წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიზანიც ქალთა და მამაკაცთა შორის თანასწორი პოლიტიკური წარმომადგენლობის უზურუნველყოფის ხელშეწყობაა.

ამ საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა თბილისში, პარლამენტის შენობის წინ პრესკონფერენცია გამართეს. მათი განცხადებით, კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა დასრულებულია და ისინი მოითხოვენ საკითხი უკვე პლენარულ სხდომებზე გავიდეს.

„2017 წლის 12 ივნისს 37 455 ამომრჩეველმა საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა, რომელიც საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პარტიებსა და ბლოკებს დაავალდებულებს, რომ პარტიულ სიებში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინონ. ასევე, კანონპროექტის მიხედვით, პარლამენტის ან საკრებულოს პროპორციული წესით არჩეული წევრისთვის სადეპუტატო მანდატის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მის ადგილს დაიკავებს სიაში რიგით მომდევნო იმავე სქესის წარმომადგენელი. შემოთავაზებული მოდელი გენდერული კვოტირების დროებითი სპეციალური ღონისძიების ერთ–ერთ სახეს წარმოადგენს, საკანონმდებლო ინიციატივის მიღების შემთხვევაში, 2020 წლის მოწვევის პარლამენტის ქალთა რაოდენობა მინიმუმ 26% იქნება“, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

მათივე ინფორმაციით, საქართველოში მოსახლეობის 52,3 % ქალია, თუმცა არჩევით თანამდებობაზე ქალების წარმომადგენლობა შეუსაბამოდ დაბალია.
„ბოლო საპარლამენტო არჩევნების შედეგად ქალებმა მანდატების მხოლოდ 16% მოიპოვეს, ხოლო საკრებულოებში არჩეული დეპუტატები 13,46%–ია ქალი. ამ მაჩვენებლებით საქართველო ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობის კუთხით, განვითარებულ ქვეყნებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. მიუხედავად უკანასკნელ წლებში არჩეულ ქალთა რაოდენობის მცირე ზრდისა, არსებული ტემპებით საკანონმდებლო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში გენდერული დისბალანსის აღმოფხვრას ათეული წლები დასჭირდება. გამოცდილება აჩვენებს, რომ ქალებს არჩევნებში კანდიდატებად დასახელებისთვის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი, სოციალური და ეკონომიკური ბარიერების გადალახვა უწევთ. ქალთა წარმომადგენლობას ხელს არ უწყობს საქართველოში დღეს არსებული შერეული საარჩევნო სისტემაც, არსებული ბარიერების დაძლევა თანასწორობის უზრუნველსაყოფად ქმედითი ზომების გატარებას მოითხოვს. პროპორციულ საარჩევნო სიებში გენდერული კვოტირება სწორედ საკანონმდებლო, დროებით ზომას წარმოადგენს ქალთა და მამაკაცთა პოლიტიკაში თანასწორი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. გამოკითხვების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქალების რაოდენობა საქართველოს პარლამენტსა და თვითმმართველობის ორგანოებში ძალიან ცოტაა და მხარს უჭერს სავალდებულო გენდერული კვოტების შემოღებას. საქართველოს სახელმწიფომ 2017 წელს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით ქალთა და მამაკაცთა შორის უთანასწორობის აღმოფხვრისა და არსებითი თანასწორობის უზრუნველყოფის, მათ შორის, განსაკუთრებული ზომების გატარების ვალდებულება აიღო. გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის ვადლებულება ასევე არაერთი საერთაშორისო ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს, მათ შორის, „ქალთა დისკრიმიანაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციიდან“. გარდა ამისა ევროკავშირთან ასოცირების განახლებული დღის წესრიგი შეიცავს ახალ ვალდებულებას საქართველოში გადაიდგას აქტიური ნაბიჯები პოლიტიკურ ცხოვრებასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ქალთა წარმომადგენლობის გასაზრდელად“, – აცხადებენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტს აძლევს ისტორიულ შანსს ხელი შეუწყოს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ზრდას.

„მისასალმებელია რომ საკომიტეტო განხილვის ეტაპზე კანონპროექტს მხარი უკვე დაუჭირეს იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და რეგიონული განვითარების კომიტეტებმა. მოვუწოდებთ პარლამენტს, დროულად განიხილოს საკანონმდებლო ინიციატივა პლენარულ სხდომაზე“, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

განცხადებას უერთდებიან: „სამართლიანი არჩევნები“, საია, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორიგინის ცენტრი“, „მწვანე ალტერნატივა“, „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „ქალები საქართველოსთვის“, „მრავალეროვანი საქართველო“, „კონსტიტუციის 42–ე მუხლი“ და სხვები.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 673
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია