დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა
ავტორი:
2018/მარტი/07 11:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/margvelashvili_9a1f8.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/481769-giorgi-margvelashvili-samushao-vizitith-briusels-etsveva.html", "headline": "გიორგი მარგველაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა", "datePublished": "2018-03-07 06:57:01", "dateModified": "2018-03-07 06:57:01", "description": "საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 8-10 მარტს ბელგიაში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროკომი...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/margvelashvili_9a1f8.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 8-10 მარტს ბელგიაში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისიაში, ევროკავშირის საბჭოსა და NATO-ს შტაბ-ბინაში შეხვედრებს გამართავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ბრიუსელში განსახილველ საკითხებს შორის იქნება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, საქართველოს მიმდინარე რეფორმები და პერსპექტივები, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული სირთულეები, ევროკავშირთან სექტორული თანამშრომლობის თემატიკა. ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტი დაგეგმილი შეხვედრებისას ყურადღებას გაამახვილებს უსაფრთხოების საკითხებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე, რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე და ევროპელ პარტნიორებს ინფორმაციას მიაწვდის ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის გატაცებისა და ტრაგიკული სიკვდილის შესახებ.

ვიზიტის პირველ დღეს გიორგი მარგველაშვილი ევროპის საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს შეხვდება, რის შემდეგ მედიის წარმომადგენლებისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.

საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრას გამართავს ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერთან. ასევე შეხვედრები შედგება ევროკომისრებთანაც. საქართველოს პირველი პირი ევროკავშირში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან სამუშაო სადილსაც გეგმავს.

ევროინტეგრაციის პროცესსა და ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხების განხილვა ვიზიტის მეორე დღეს უკვე ევროპის კავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინისთან გაგრძელდება.

საქართველოს პრეზიდენტი ნატო-ს შტაბ-ბინაში შეხვედრას გამართავს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან. გიორგი მარგველაშვილისა და იენს სტოლტენბერგის შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

გიორგი მარგველაშვილი სიტყვით გამოვა ბრიუსელის ფორუმზე. საქართველოს პრეზიდენტი დელეგაციასთან ერთად ეწვევა ლუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტს.

საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე შოთა ღვინერია, საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰეცოგოში და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ნატალი საბანაძე, ნატო-ში საქართველოს წარმომადგენლი ალექსანდრე მაისურაძე.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 626
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია