დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის შეხვედრა მიმდინარეობს
ავტორი:
2018/მარტი/07 10:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAPR-2017/sagareo_0f817.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/481757-sagareo-saqmetha-saministroshi-saqarthvelo-ashsh-is-strategiuli-partniorobis-qartiis-komisiis-shekhvedra-mimdinareobs.html", "headline": "საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის შეხვედრა მი...", "datePublished": "2018-03-07 06:19:26", "dateModified": "2018-03-07 06:19:26", "description": "საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიი...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAPR-2017/sagareo_0f817.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფის (EWG) მორიგი შეხვედრა იმართება. სამუშაო ჯგუფს ქართული მხრიდან თავმჯდომარეობას უწევენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ხოლო ამერიკული მხრიდან – სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პირველი მოადგილე ბრაიან მაკფიტერი, საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის თანაშემწე ბროკ ბირმანი და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მმართველი დირექტორი კატერინა ნტეპი.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განხილული იქნება საქართველოს მთავრობის მიერ ეკონომიკური რეფორმების პაკეტის განხორციელების მიმდინარეობა, საქართველოში ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების, ეკონომიკის სხვადასხვა დარგების რეგულაციების დახვეწის და შრომითი კანონმდებლობის სრულყოფის საკითხები. ასევე, შეხვედრაზე ყურადღება დაეთმობა, ბაზრის თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით, კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალის განვითარების საკითხებს და აშშ-ს მხარდაჭერას აღნიშნული მიმართულებით. გარდა ამისა, საუბარი შეეხება ორმხრივი სავაჭრო და საინვესტიციო პოტენციალის გაზრდის პერსპექტივებს, მათ შორის, კომერციული დიპლომატიის გზით.

შეხვედრაზე ვრცლად იქნება მიმოხილული ვაჭრობის, ინვესტიციების, ინოვაციებისა და მეწარმეობის კუთხით საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის განმტკიცების გზები. მხარეები განიხილავენ 2018 წლის განმავლობაში სავაჭრო მისიების განხორციელების გეგმებს.

საუბარი შეეხება აგრეთვე ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიც არის ორ ქვეყანას შორის არსებული მაღალი დონის სავაჭრო და საინვესტიციო დიალოგის (HLTID) მომდევნო რაუნდის ჩატარება მ.წ. აპრილში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. აღნიშნული დიალოგის ფარგლებში განხილული იქნება ორმხრივი სავაჭრო და საინვესტიციო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, მათ შორის, შესაბამისი ინიციატივების განხორციელებისა და შეთანხმებების გაფორმების კუთხით.
გაღა ამისა, მხრეები განიხილავენ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პირველი ფაზის მიმდინარეობას. განხილული იქნება ქვეყნის ენერგო უსაფრთხოების განმტკიცების საკითხები, მათ შორის, რეგიონულ პროექტებში საქართველოს ჩართულობის გზით. მხარეები ასევე ისაუბრებენ სოფლის მეურნეობის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებებზე.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს განუცხდა, საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში არის ოთხი სამუშაო ჯგუფი და მიმდინარე წელს ეს პირველი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაა. როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, შარშანდელი წელი ამერიკა-საქართველოს სპრატეგიული თანამშრომლობის კუთხით გამორჩეული იყო, უპრეცედენტოდ მაღალი დონის ვიზიტებით და ხელშესახები შედეგებით.

"ეს შეხვედრაც ემსახურება იმას, რომ მიმდინარე წელსაც გვქონდეს ძალიან სერიოზული პროგრესი ამერიკა- საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით. დღევანდელ შეხვედრაზე განხილული იქნება ეკონომიკის, ვაჭრობის და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა, საქართველოს მთავრობის ეკონომიკური რეფორმების განხორციელების პროცესი. ბუნებრივია, გვექნება საუბარი საინვესტიციო გარემოზე. მაღალი დონის საინვესტიციო და სავაჭრო დიალოგზე, რომელიც წელს აუცილებლად გაიმართება, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის პერსპექტივით. იქნება საუბარი ასევე მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე რომელიც საქართველოში ხორციელდება, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის მიმდინარე ფაზის შესახებ, ასევე, იმ სავაჭრო მისიებზე, რომელიც წელს არის დაგეგმილი შეერთებულ შტატებში. ბუნებრივია, ეკონომიკის, ვაჭრობის და ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფი არის ფოკუსირებული საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე და იმაზეც, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის დონე, პოლიტიკური და თავდაცვის მიმართულებით, იყოს შესაბამისობაში სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებთან", - განაცხადა ზალკალიანმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 652
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია