დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დავით ბაქრაძე - კონსულტაციების ძირითადი თემა იყო, რამდენად აღსრულებადია ის სანქციები, რომელსაც ჩვენ საპარლამენტო უმრავლესობას ვთავაზობთ
ავტორი:
2018/მარტი/06 19:30:02
../photo/2015_02/0-00-1NOEM-2016/baqradze-dato.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/481693-davith-baqradze-konsultaciebis-dzirithadi-thema-iyo-ramdenad-aghsrulebadia-is-sanqciebi-romelsac-chven-saparlamento-umravlesobas-vthavazobth.html", "headline": " დავით ბაქრაძე - კონსულტაციების ძირითადი თემა იყო, რამდენად აღსრულებადია ის სანქციები, რომელსაც ჩვენ...", "datePublished": "2018-03-06 15:24:12", "dateModified": "2018-03-06 15:24:12", "description": "უმრავლესობასა და უმცირესობას შორის კონსულტაციები გაგრძელდება, რათა პარლამენტის რეზოლუციაში ჩასაწერი ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1NOEM-2016/baqradze-dato.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } უმრავლესობასა და უმცირესობას შორის კონსულტაციები გაგრძელდება, რათა პარლამენტის რეზოლუციაში ჩასაწერი ღონისძიებები შევათანხმოთ - არსებობს სურვილი იმისა, რომ ერთიანი დოკუმენტი მივიღოთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ პარლამენტის თავმჯდომარესთან და უმრავლესობის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, განხილვის მთავარი თემაა სანქციები, რომელსაც კარგად რეგულირება და ზუსტად გააზრება სჭირდება.

“დოკუმენტში, რომელსაც ჩვენ საპარლამენტო უმრავლესობას ვთავაზობთ, ძალიან მნიშვნელოვანი და მკაცრი სანქციებია ჩადებული. კონსულტაციების ძირითადი თემა იყო რამდენად აღსრულებადია ეს სანქციები, რამდენად ექნება საქართველოს ხელისუფლებას და ქართულ სახელმწიფოს იმის საშუალება, რომ სანქციები შეასრულოს და რამდენად შეეხება სანქციები იმ ადამიანებს, ვისაც უნდა შეეხოს ანუ ვინც ბრალდებულია საქართველოს მოქალაქეების მოტაცებასა და მკვლელეობაში. არის ძალიან ბევრი პრაქტიკული საკითხი. გარდა იმისა, რომ ჩვენ გამოვხატეთ ნება, რომ ერთი რეზოლუციის მიმართულებით ვიაროთ, დავიწყეთ საუბარი რა ტიპის როგორი სანქციები უნდა იყოს და როდის უნდა ამოქმედდეს. ეს არის რთული პროცესი და ამ პროცესზე პასუხისმგებლობა აქვს უმრავლესობას და ჩვენც, რადგან ჩვენ გვინდა შემოვიტანოთ მექანიზმი, რომელიც მართლა იმუშავებს და დასჯის იმ ადამიანებს, ვინც დამნაშავეა ქართული მოსახლეობის მკვლელობასა და გატაცებაში“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 602
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია