დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მამუკა მდინარაძე - პრეზიდენტობის კანდიდატზე გარკვეული საუბრები დაიწყო, მაგრამ ოფიციალური კონსულტაციები ჯერ არ ყოფილა
ავტორი:
2018/მარტი/05 20:30:03
../photo/2015_02/0-00-1AAIVL/mdinaradze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/481510-mamuka-mdinaradze-prezidentobis-kandidatze-garkveuli-saubrebi-daitsyo-magram-oficialuri-konsultaciebi-jer-ar-yofila.html", "headline": "მამუკა მდინარაძე - პრეზიდენტობის კანდიდატზე გარკვეული საუბრები დაიწყო, მაგრამ ოფიციალური კონსულტაციე...", "datePublished": "2018-03-05 16:44:32", "dateModified": "2018-03-05 16:44:32", "description": "ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი პარტია პრეზიდენტო...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAIVL/mdinaradze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი პარტია პრეზიდენტობის კანდიდატს, სავარაუდოდ, უახლოესი კვირეების განმავლობაში დაასახელებს.
მისივე თქმით, პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით "ქართულ ოცნებაში" კონსულტაციები ჯერ არ დაწყებულა.
"შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატზე გარკვეული საუბრები უკვე დაიწყო, მაგრამ ოფიციალური კონსულტაციები პოლიტსაბჭოს რეჟიმში, ჯერ არ ყოფილა. თუმცა, ვფიქრობ, ამ ოფიციალურ კონსულტაციებსაც მალე დავიწყებთ და კანდიდატს წარვუდგენთ საზოგადოებას მომდევნო კვირეების განმავლობაში", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ჟურნალისტების კითხვაზე, დასახელებული კანდიდატებიდან - თეა წულუკიანი, სალომე ზურაბიშვილი, ნინო წილოსანი, ვინ შეიძლება იყოს მმართველი პარტიის კანდიდატი, მდინარაძემ უპასუხა: "ნინო წილოსანიც არ იქნებოდა ცუდი პრეზიდენტი. ეს ხუმრობით, მაგრამ ნებისმიერ კანდიდატთან დაკავშირებით, მისი თვისებების შესახებ საუბარი აღიქმება ხოლმე გარკვეულ დასტურად , ამიტომ თავს ვიკავებ. ვერ დავადასტურებ ვერც ერთ კანდიდატთან დაკავშირებით ინფორმაციას, რადგან ეს ინფორმაცია შეიძლება აღმოჩნდეს არასწორი".

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 639
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია