დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ქართველი მომღერლები, ლოზუნგით "არა ოკუპაციას" საპროტესტო აქცია-კონცერტს გამართავენ
ავტორი:
2013/ოქტომბერი/13 13:00:03
"არა ოკუპაციას" და "ბოიკოტი სოჭის ოლიმპიადას" – ამ ლოზუნგებით თბილისში, ვარდების რევოლუციის მოედანზე ქართველი მომღერლები საპროტესტო აქცია-კონცერტს გამართავენ.
დღევანდელ აქციაზე გაგრძელდება ხელმოწერები პეტიციაზეც, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეები მთავრობას მოუწოდებენ, უარი თქვას სოჭის ოლიმპიადაზე მონაწილეობაზე.
როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზაროტი აჩიკო გულედანი აცხადებს, მუსიკოსებმა საზოგადოებისთვის მიმართვისთვის ასეთი ფორმა აირჩიეს. "შეიძლება ბევრი სხვა ფორმა მოვიფიქროთ, მაგრამ მუსიკოსებმა მუსიკალური ფორმა ავირჩიეთ, რათა საზოგადოებას მივმართოთ. არ ვართ ცოტანი, ვინც ვიძახით - არა ოკუპაციას", - აღნიშნა გულედანმა.
აქცია-კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ნიაზ დიასამიძე და 33ა, "გამოუვალი მდგომარეობა", ქეთათო, ზუმბა, ლადო ბურდული, Green Room და სხვა მუსიკალური ჯგუფები და მომღერლები.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1310
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია