დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ვანისა და ხონის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია 12-მა პოლიტიკურმა პარტიამ გაიარა
ავტორი:
2018/მარტი/05 12:00:01
../photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/jvania.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/481393-vanisa-da-khonis-shualedur-archevnebshi-monatsileobisthvis-registracia-12-ma-politikurma-partiam-gaiara.html", "headline": "ვანისა და ხონის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია 12-მა პოლიტიკურმა პარტიამ გაიარა", "datePublished": "2018-03-05 08:12:21", "dateModified": "2018-03-05 08:12:21", "description": "28 აპრილის შუალედური საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგისტრაცია 12-მა პოლიტიკურმა პარტიამ გაიარა, – ამი...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/jvania.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } 28 აპრილის შუალედური საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგისტრაცია 12-მა პოლიტიკურმა პარტიამ გაიარა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განუცხადა.

მისივე თქმით, ვანისა და ხონის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ცესკოსადმი საარჩევნო სუბიექტების მიმართვის ვადა ამოწურულია, თუმცა პარტიის კანდიდატებს რეგისტრაციისთვის დრო კიდევ აქვთ.

რაც შეეხება იმას, თუ რა თანხა დაიხარჯება შუალედური საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად, თამარ ჟვანიას თქმით, თანხის მოთხოვნა სახელმწიფო ბიუჯეტიდან საჭირო არ არის და საარჩევნო ადმინისტრაცია საჭირო ხარჯებს მათი ბიუჯეტიდან დააფინანსებს.

„რაც შეეხება შუალედური საპარლამენტო არჩევნების ჯამურ თანხას, ამისთვის ბიუჯეტი უკვე დავამტკიცეთ და დაახლოებით 880 000 ლარია განსაზღვრული. საარჩევნო ადმინისტრაციას თავის არსებულ ბიუჯეტში აქვს იმგვარი დანაზოგები, რომ ჩვენ არ დაგვჭირდება ამ თანხის მოთხოვნა სახელმწიფო ბიუჯეტიდან. დამატებით აღნიშნული თანხის მოთხოვნა ჩვენი მხრიდან აღარ მოხდება“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

28 აპრილს შუალედური საპარლამენტო არჩევნები ვანისა და ხონის 54-ე საარჩევნო ოლქში გაიმართება. აღნიშნულ ოლქში არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რომ მაჟორიტარმა დეპუტატმა გრიგოლ ლილუაშვილმა გასული წლის დეკემბერში პარლამენტი დატოვა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა დაიკავა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 641
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია