დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ახალ საგადასახადო ინიციატივას ბათუმსა და ქუთაისში გაეცნობიან
ავტორი:
2018/მარტი/05 09:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/baxtadzemamuka.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/481349-akhal-sagadasakhado-iniciativas-bathumsa-da-quthaisshi-gaecnobian.html", "headline": "ახალ საგადასახადო ინიციატივას ბათუმსა და ქუთაისში გაეცნობიან", "datePublished": "2018-03-05 05:02:47", "dateModified": "2018-03-05 05:02:47", "description": "ახალი საგადასახადო ინიციატივის შესახებ, მცირე ბიზნესის წარმომადგენელებისთვის ინფორმაციის მიწოდების მ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/baxtadzemamuka.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ახალი საგადასახადო ინიციატივის შესახებ, მცირე ბიზნესის წარმომადგენელებისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით, ფინანსთა სამინისტრო რეგიონებში საინფორმაციო კამპანიას განაგრძობს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, 5 მარტს ბათუმში, ხოლო 6 მარტს, ქუთაისში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე მცირე მეწარმეებისთვის შემუშავებულ ახალ საგადასახადო ინიციატივას მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნობს.
„პრეზენტაციაზე კერძო სექტორის წარმომადგენლები დეტალურად გაეცნობიან თუ რას ითვალისწინებს დაბეგვრის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის შემოღება, როგორ მოხდება მისი ადმინისტრირება და რა შედეგის მომტანი იქნება ახალი საგადასახადო ინიციატივა მცირე და საშუალო ბიზნესის და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართება.

ცვლილებები საგადასახადო კოდექსში გამოქვეყნებულია „საკანონმდებლო მაცნეს“, ასევე, ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდებზე https://matsne.gov.ge/ka/document/view/4072647 და შესაძლებელია შენიშვნებისა და წინადადებების დაფიქსირდება. საჯარო განხილვების შემდეგ, დოკუმენტი განსახილველად საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნება“, - აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 836
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია