დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი ხვალ საქმიანობის წლიურ ანგარიშსა და 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმას წარადგენს
ავტორი:
2018/მარტი/04 16:00:02
../photo/2015_02/00-1SEQT-2014/parlamenti-usufashvili-15.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/481322-evropasthan-integraciis-komiteti-khval-saqmianobis-tsliur-angarishsa-da-2018-2020-tslebis-samoqmedo-gegmas-tsaradgens.html", "headline": "ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი ხვალ საქმიანობის წლიურ ანგარიშსა და 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა...", "datePublished": "2018-03-04 11:43:54", "dateModified": "2018-03-04 11:43:54", "description": "საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი ხვალ საზოგადოებას საქმიანობის წლიურ ანგარიშს...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/00-1SEQT-2014/parlamenti-usufashvili-15.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი ხვალ საზოგადოებას საქმიანობის წლიურ ანგარიშსა და 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმას წარუდგენს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ღონისძიებას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა გახსნიან. მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე კარლო ნატალე და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოქმედი მოადგილე ნათია ნაცვლიშვილი. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პარლამენტის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ღონისძიებაზე განიხილება 2017 წელს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ განხორციელებული აქტივობები როგორც საკანონმდებლო, ასევე საზედამხედველო საქმიანობის სფეროში, საპარლამენტო დიპლომატიასა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით საქმიანობა, კომიტეტის ურთიერთობა საზოგადოებასთან და თანამშრომლობა სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

2018-2020 წლების სამოქმედო გეგმაში ხაზგასმულია კომიტეტის სამომავლო საქმიანობა საკანონმდებლო და საზედამხედველო ეფექტურობის გაზრდისა და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმართულებით.

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წლიური ანგარიშისა და 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის წარდგენა ევროკავშირის და გაერო-ს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 661
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია