დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სომხეთის პრემიერი - მიუხედავად სომხეთ-საქართველოს შორის არსებული მაღალი დონის ურთიერთობისა, პოტენციალი კიდევ უფრო დიდი გვაქვს
ავტორი:
2018/მარტი/02 15:00:01
../photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/kvirikashviliiiii2.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/481089-somkhethis-premieri-miukhedavad-somkheth-saqarthvelos-shoris-arsebuli-maghali-donis-urthierthobisa-potenciali-kidev-ufro-didi-gvaqvs.html", "headline": "სომხეთის პრემიერი - მიუხედავად სომხეთ-საქართველოს შორის არსებული მაღალი დონის ურთიერთობისა, პოტენცია...", "datePublished": "2018-03-02 11:02:57", "dateModified": "2018-03-02 11:02:57", "description": "დარწმუნებულები ვართ, რომ მიუხედავად ორ ქვეყანას შორის არსებული მაღალი დონის ურთიერთობისა, პოტენციალი...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/kvirikashviliiiii2.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } დარწმუნებულები ვართ, რომ მიუხედავად ორ ქვეყანას შორის არსებული მაღალი დონის ურთიერთობისა, პოტენციალი კიდევ უფრო დიდი გვაქვს, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, კარენ კარაპეტიანმა ქართველ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სომხურ-ქართული თანამშრომლობა ურთიერთნდობის ატმოსფეროში გრძელდება

“დღეს, როგორც ყოველთვის, ჩვენმა შეხვედრამ ჩაიარა ძალზედ თბილ და კონსტრუქციულ გარემოში. განვიხილეთ, როგორც ჩვენი ორმხრივი, ისე რეგიონული საკითხები. ვისაუბრეთ თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებებზე. ასევე, იმ ნაბიჯებზე, რაც უნდა გადავდგათ ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით. ვისაუბრეთ ტურიზმისა და ჯანდაცვის სფეროების შესახებ. შევთანხმდით იმ ქმედებებზე, რაც უნდა განვახორციელოთ საიმისოდ, რომ ორი ქვეყნის ახალგაზრდების ურთიერთობამ მიიღოს ინტენსიური ხასიათი. საუბარი შეეხო ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენის საკითხებსაც. უნდა დავაფიქსირო, რომ როგორც პირისპირ, ასევე, გაფართოებული შეხვედრიდან ძალზედ კარგი განწყობით გამოვედით. ჩვენ რეალურად დავსახეთ მიზნები, თუ საით მივდივართ. დარწმუნებულები ვართ, რომ მიუხედავად ორ ქვეყანას შორის არსებული მაღალი დონის ურთიერთობისა, ასევე, ეკონომიკური განვითარების გზაზე მიღწეული მაღალი მაჩვენებლისა, პოტენციალი კიდევ უფრო დიდი გვაქვს. მოხარული ვარ რომ აქ ბრძანდებით“, - მიმართა სომხეთის პრემიერმა ქართველ კოლეგას.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 632
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია