დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი სესიაშვილი - მზად ვართ, რეზოლუციის პროექტთან მიმართებაში ოპოზიციის წინადადებებზე ვიმსჯელოთ
ავტორი:
2018/მარტი/02 12:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAMAI-2017/sesiashvili_687e5.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/481041-irakli-sesiashvili-mzad-varth-rezoluciis-proeqtthan-mimarthebashi-opoziciis-tsinadadebebze-vimsjeloth.html", "headline": "ირაკლი სესიაშვილი - მზად ვართ, რეზოლუციის პროექტთან მიმართებაში ოპოზიციის წინადადებებზე ვიმსჯელოთ", "datePublished": "2018-03-02 08:41:00", "dateModified": "2018-03-02 08:41:00", "description": "საპარლამენტო უმრავლესობა მზადაა, არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის თაობაზე მომზადებულ რეზოლუციის პროექტთან...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAMAI-2017/sesiashvili_687e5.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საპარლამენტო უმრავლესობა მზადაა, არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის თაობაზე მომზადებულ რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით პარლამენტის ფარგლებში მსჯელობა გააგრძელოს და თუკი ოპოზიციის მიერ შეთავაზებული წინადადებები მისაღები იქნება, მათზე იმსჯელოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა.

სესიაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის საკითხი, რომლის მიმართ საჭიროა პოზიციების კონსოლიდაცია.

„პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ყველას საერთო პოზიცია გაგვაჩნია ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად. ამიტომ საუბარი და შეჯიბრი იმის შესახებ, პარლამენტი უმრავლესობის რეზოლუციას მიიღებს თუ უმცირესობის, არ არის სწორი. დარწმუნებული ვარ, ყველა პოლიტიკური ძალა მზადაა მოახდინოს საერთო სახელმწიფოებრივი კონსოლიდაცია და მტკიცე პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირება. თავისთავად ცხადია, რომ უმრავლესობა მხარს თავის საკუთარ რეზოლუციას დაუჭერს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვიმსჯელებთ იმ წინადადებებზე, რომელიც უმცირესობას ან სხვა პოლიტიკურ ძალებს ექნება. უმრავლესობა არის მზად რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით პარლამენტში მსჯელობა გააგრძელოს“, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი სესიაშვილმა.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ კომიტეტის დღევანდელი სხდომა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახისადმი მისამძიმრებით დაიწყო. სხდომის გახსნისას მან კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკითხის მიმართ საერთო პოზიციის ფონის მნიშვნელობა და საჭიროება.


თემა: არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა ცხინვალში გიორგი კანდელაკი ტატუნაშვილის შესახებ რეზოლუციაზე - თუ მხოლოდ რეზოლუციით შემოვიფარგლებით და კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადავდგამთ, ეს უბრალოდ „ორთქლის გამოშვება“ იქნება
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 659
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია