დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საგარეო საქმეთა სამინისტროში ვიზალიბერალიზაციის საკითხებთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრა გაიმართა
ავტორი:
2018/მარტი/01 20:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAPR-2017/sagareo_0f817.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/480958-sagareo-saqmetha-saministroshi-vizaliberalizaciis-sakithkhebthan-dakavshirebith-evrokavshiris-tsevri-qveynebis-elchebthan-shekhvedra-gaimartha.html", "headline": "საგარეო საქმეთა სამინისტროში ვიზალიბერალიზაციის საკითხებთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრი ქვეყნები...", "datePublished": "2018-03-01 15:58:25", "dateModified": "2018-03-01 15:58:25", "description": "საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა, საგარეო საქმეთა სამინისტრო...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAPR-2017/sagareo_0f817.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა, საგარეო საქმეთა სამინისტროში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი საქართველოში იანოშ ჰერმანი.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობაზე. მინისტრის მოადგილემ ელჩებს მიაწოდა ინფორმაცია ევროკავშირის/შენგენის სივრცეში უვიზოდ გადაადგილების პირობების დარღვევისა და თავშესაფრის მოთხოვნის პროცედურებით არაკეთილსინდისიერად სარგებლობის პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილ და გატარებულ ღონისძიებებზე.

შეხვედრაზე ელჩებს, ასევე მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების თაობაზე. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ მთავრობის შემდგომ ნაბიჯებს ამ მიმართულებით, მათ შორის საქართველოს მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდის თვალსაზრისით.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 589
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია