დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კობა ნარჩემაშვილი ბორჯომში განვითარებულ მოვლენებზე - ასეთი ფორმები პოლიტიკაში მიუღებელია, დასაგმობია და კატეგორიულად ვემიჯნები
ავტორი:
2018/მარტი/01 13:00:01
../photo/2015_02/0-00-1AAIVL/narchemashvili.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/480854-koba-narchemashvili-borjomshi-ganvitharebul-movlenebze-asethi-formebi-politikashi-miughebelia-dasagmobia-da-kategoriulad-vemijnebi.html", "headline": "კობა ნარჩემაშვილი ბორჯომში განვითარებულ მოვლენებზე - ასეთი ფორმები პოლიტიკაში მიუღებელია, დასაგმობია...", "datePublished": "2018-03-01 09:06:34", "dateModified": "2018-03-01 09:06:34", "description": "თავს შევიკავებ კონკრეტული რეცეპტის გამოწერაზე, თუ რა უნდა მოხდეს ბორჯომში, - ამის შესახებ საპარლამენ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAIVL/narchemashvili.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } თავს შევიკავებ კონკრეტული რეცეპტის გამოწერაზე, თუ რა უნდა მოხდეს ბორჯომში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბორჯომში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.

ნარჩემაშვილის თქმით, ცენტრალური ხელისუფლება ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში არ უნდა ერეოდეს.

"მე ვფიქრობ, რომ ცენტრალური ხელისუფლება ნაკლებად უნდა ერეოდეს ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში და რეცეპტის გამოწერაზე, თუ რა უნდა მოხდეს, თავს შევიკავებ. ეს ადგილობრივმა ხელისუფლებამ და ადგილობრივმა მოსახლეობამ კარგად იცის. რაც იქ მოხდა, ამაში არაფერია კონსტრუქციული, ასეთი ფორმები პოლიტიკაში არის კატეგორიულად მიუღებელი, დასაგმობია და კატეგორიულად ვემიჯნები. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენმა ოპონენტებმა თვითმმართველობის ზოგიერთ ადგილობრივ ორგანოში მათი მოქმედების ფორმად სწორედ ასეთი ფორმა აირჩიეს", - განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გუშინ, დღის განმავლობაში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. საკრებულოში ბორჯომის მერიის თანამშრომლების ხელფასების მატების საკითხის განხილვა იყო დაგეგმილი. ტელეკომპანია „ბორჯომის“ ინფორმაციით, 26 დეპუტატიდან საკითხის დამტკიცებას მხარი "ქართული ოცნების" 11-მა დეპუტატმა დაუჭირა. 15-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა კი აღნიშნულ საკითხს მხარი არ დაუჭირა. შესაბამისად, ხმების არასაკმარისი რაოდენობის გამო, ხელფასების საკითხი თავდაპირველად ჩავარდა, რასაც
ბორჯომის მერიის თანამშრომლების პროტესტი მოჰყვა. ისინი დღეს გაფიცვას და ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 622
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია