დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მიხეილ ჯანელიძემ გაერო-ს ჟენევის ოფისის დირექტორს არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასა და საქართველოს მოქალაქეების გატაცებაზე მიაწოდა ინფორმაცია
ავტორი:
2018/თებერვალი/28 11:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/janelidze_c5d0a.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/480575-mikheil-janelidzem-gaero-s-zhenevis-ofisis-direqtors-archil-tatunashvilis-gardacvalebasa-da-saqarthvelos-moqalaqeebis-gatacebaze-miatsoda-informacia.html", "headline": "მიხეილ ჯანელიძემ გაერო-ს ჟენევის ოფისის დირექტორს არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასა და საქართველოს მ...", "datePublished": "2018-02-28 06:47:58", "dateModified": "2018-02-28 06:47:58", "description": "ვიცე-პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გაერო-ს ჟენევის ოფისის დირექტორ ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/janelidze_c5d0a.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ვიცე-პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გაერო-ს ჟენევის ოფისის დირექტორ მიხაილ მოლერს შეხვდა, რა დროსაც ხაზი გაესვა გაერო-ს ჟენევის ოფისთან საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ასევე მიმოიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება. მინისტრმა გაერო-ს ოფისის დირექტორს ინფორმაცია მიაწოდა არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკულ გარდაცვალებასა და საქართველოს მოქალაქეების გატაცების საკითხზე, ხაზი გაესვა მსგავს ფაქტებზე საერთაშორისო თანამეგობრობის სათანადო რეაგირების მნიშვნელობას.

”შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების საკითხზე. ამ მხრივ, აღინიშნა საქართველოს მიერ მიღწეული შედეგები მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების მიმართულებით, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე მე-16 მიზნის პოპულარიზაციის მიმართულებით საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას.

ჟენევის ოფისის ხელმძღვანელმა აღნიშნა,რომ ორგანიზაციის წევრი ქვეყნებისთვის საინტერესო და სასარგებლო იქნება ამ მხრივ საქართველოს გამოცდილების გაზიარება.

ყურადღება დაეთმო ღია მმართველობის ინიციატივაში საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებს და OGP-ის გლობალური სამიტის მოსამზადებელ საკითხებს, რომელიც მიმდინარე წლის ივლისში საქართველოში გაიმარება.

მიხეილ ჯანელიძემ გაერო-ს ჟენევის ოფისის დირექტორი საქართველოში მიიწვია”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

თემა: არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა ცხინვალში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ოკუპირებულ ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო შეშფოთებას გამოთქვამს
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 625
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია