დაისვენე კურორტ ახალდაბაში
საპარლამენტო კომიტეტში ომბუდსმენის ანგარიშზე გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობას იხილავენ
ავტორი:
2018/თებერვალი/27 19:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAADEC/parlamentibiujeti.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/480526-saparlamento-komitetshi-ombudsmenis-angarishze-gacemuli-rekomendaciebis-shesrulebis-mdgomareobas-ikhilaven.html", "headline": "საპარლამენტო კომიტეტში ომბუდსმენის ანგარიშზე გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობას იხილავ...", "datePublished": "2018-02-27 15:38:38", "dateModified": "2018-02-27 15:38:38", "description": "საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში „საქართველოში...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAADEC/parlamentibiujeti.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიშის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის დადგენილებით გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობას განიხილავენ.

ანგარიშების განხილვა დღეს დაიწყო და ხვალ გაგრძელდება. როგორც ომბუდსმენის აპარატში განმარტავენ, დადგენილება საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის 14 ივლისს მიიღო და მასში სახალხო დამცველის 240–მდე რეკომენდაციაა შესული, რომელთა შესრულებაც საქართველოს მთავრობას, სამინისტროებსა და სხვადასხვა უწყებებს დაევალა.

დღეს, რეკომენდაციების შესრულების ანგარიში წარადგინეს საერთო სასამართლოებმა, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, იუსტიციის სამინისტრომ, მთავარმა პროკურატურამ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ. ანგარიშების შემდგომ სხდომა კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა.

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ იმედი გამოთქვა, რომ სამომავლოდ სახალხო დამცველი და საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტი თანამშრომლობის ფორმატში, ერთობლივად შეჯერდებიან პარლამენტის დადგენილებაში შესატან რეკომენდაციებზე და დადგენილებაში სახალხო დამცველის წლიური ანგარიშიდან წინა წლებთან შედარებით უფრო მეტი რეკომენდაცია აისახება.

ნინო ლომჯარია ასევე აპირებს შეიმუშავოს მექანიზმი, რომელიც აპარატს რეკომენდაციათა შესრულების ხარისხის დადგენის საშუალებას მისცემს.

უწყებათა მიერ რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიშებს სახალხო დამცველი მოსმენების დასრულების შემდეგ შეაფასებს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 614
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია