დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სოფო კილაძე - ტატუნაშვილთან დაკავშირებით, დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ საექსპერტო მასალები რუსეთში იგზავნება - არ მაქვს განცდა, რომ იქ რაიმე სწორად გაკეთდება
ავტორი:
2018/თებერვალი/27 12:30:02
../photo/2015_02/0-00-1DEC-2016/kiladze_8ac62.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/480416-sofo-kiladze-tatunashvilthan-dakavshirebith-de-faqto-khelisufleba-ackhadebs-rom-saeqsperto-masalebi-rusethshi-igzavneba-ar-maqvs-gancda-rom-iq-raime-stsorad-gakethdeba.html", "headline": "სოფო კილაძე - ტატუნაშვილთან დაკავშირებით, დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ საექსპერტო მასალები რუს...", "datePublished": "2018-02-27 08:16:07", "dateModified": "2018-02-27 08:16:07", "description": "ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ გააკეთა განცხადება, რომ მასალები რუსეთში იგზავნება, ბუნე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1DEC-2016/kiladze_8ac62.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ გააკეთა განცხადება, რომ მასალები რუსეთში იგზავნება, ბუნებრივია, არ მაქვს იმის განცდა, რომ იქ რაიმე სამართლებრივად და სწორად გაკეთდება, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"პირველ რიგში, მინდა კიდევ ერთხელ სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულის ოჯახს. ის ოკუპაცია, რომელიც წლებია ძალიან დიდი საფრთხეა ჩვენი ქვეყნისთვის, ვისურვებდი, რომ რაც შეიძლება მალე დასრულებულიყო, თუმცა აქ საკითხი ისე დგას, თუ რა ბერკეტები გვაქვს ჩვენ ხელში ამ წუთში იმისთვის, რომ ამ რეჟიმს გავუმკლავდეთ. პირველ რიგში, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა, რადგან ეს საკითხი რომ არ იყოს აქტუალური ყოველთვის საერთაშორისო დონეზე, ფორუმებსა და ა.შ. ბუნებრივია, ჩვენ კიდევ უფრო რთულ სიტუაციაში ვიქნებოდით, ამიტომ მაქსიმალურად დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას ამ საკითხში, მაგრამ ბუნებრივია, იმავდროულად ჩვენ, როგორც სახელმწიფოს, რა ნაბიჯებიც შეგვიძლია, აუცილებლად უნდა გადავდგათ. რამდენადაც ვიცი, შესაბამისი უწყებები ნამდვილად ძალღონეს არ იშურებენ იმისთვის, რომ ამ ადამიანის ცხედარი თავის ოჯახს დაუბრუნდეს. როგორც ვიცით, ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ გააკეთა განცხადება, რომ მასალები რუსეთში იგზავნება, ბუნებრივია, არ მაქვს იმის განცდა, რომ იქ რაიმე სამართლებრივად და სწორად გაკეთდება, ეს ჩემი აზრით, არის ფანდი, რომ რაღაც გაწელონ და გააჭიანურონ პროცესი, რომ სიმართლის დადგენა გაჭირდეს", - განაცხადა კილაძემ.

დეპუტატის განცხადებით, მას აბსოლუტურად ესმის ტატუნაშვილის ოჯახის და იზარებს მათ მწუხარებას.

22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.
თემა: არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა ცხინვალში ოთარ კახიძე - ტატუნაშვილის მკვლელობიდან მაგალითი უნდა მივიღოთ, რომ რუსეთთან ურთიერთობის „დათბობა“ და დითირამბების მიძღვნა არაგონივრული ნაბიჯია
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 541
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია