დაისვენე კურორტ ახალდაბაში
კერსტინ ლუნდგრენი და ტიტუს კორლატეანი - მოვუწოდებთ სეპარატისტ ხელისუფლებას და რუსეთის ფედერაციას, გამოიძიონ და გაასამართლონ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებაზე პასუხისმგებელი პირები
ავტორი:
2018/თებერვალი/27 09:00:02
../photo/2015_02/0-00IANV-2016/saparlamento-asamblea.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/480359-kerstin-lundgreni-da-titus-korlateani-movutsodebth-separatist-khelisuflebas-da-rusethis-federacias-gamoidzion-da-gaasamarthlon-archil-tatunashvilis-gardacvalebaze-pasukhismgebeli-pirebi.html", "headline": "კერსტინ ლუნდგრენი და ტიტუს კორლატეანი - მოვუწოდებთ სეპარატისტ ხელისუფლებას და რუსეთის ფედერაციას, გა...", "datePublished": "2018-02-27 04:25:18", "dateModified": "2018-02-27 04:25:18", "description": "ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს საკითხების მონიტორინგის თანამომხსენებლები კერსტინ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00IANV-2016/saparlamento-asamblea.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს საკითხების მონიტორინგის თანამომხსენებლები კერსტინ ლუნდგრენი (შვედეთი) და ტიტუს კორლატეანი (რუმინეთი) ცხინვალში დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ დატყვევებული საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ და მოხდარ ფაქტს გმობენ.

„ჩვენ მოვუწოდებთ სეპარატისტ ხელისუფლებას, ასევე რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას, როგორც დე-ფაქტო მმართველ ძალას, განახორციელონ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების სრულფასოვანი და გამჭვირვალე გამოძიება და გაასამართლონ პასუხისმგებელი პირები. გარდა ამისა, ჩვენ ვითხოვთ ბატონ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული საქართველოს მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და დაბრუნებას თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე“, - განაცხადეს თანამომხსენებლებმა.

მათ აგრეთვე კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს ტერიტრიული მთლიანობისა და მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ხელშეუხებლობის მხარდაჭერა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 589
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია