დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მამუკა არეშიძე არჩილ ტატუნაშვილზე - მხოლოდ ჟენევის ფორმატით პრობლემები ვერ მოგვარდება, ხელისუფლებამ სხვა, მათ შორის არაოფიციალური ზომებიც უნდა გამოიყენოს
ავტორი:
2018/თებერვალი/26 10:30:02
../photo/2015_02/0-0DEKEMB-2015/areshidze_8bf27.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/konfliqtebi/480164-mamuka-areshidze-archil-tatunashvilze-mkholod-zhenevis-formatith-problemebi-ver-mogvardeba-khelisuflebam-skhva-math-shoris-araoficialuri-zomebic-unda-gamoiyenos.html", "headline": "მამუკა არეშიძე არჩილ ტატუნაშვილზე - მხოლოდ ჟენევის ფორმატით პრობლემები ვერ მოგვარდება, ხელისუფლებამ ...", "datePublished": "2018-02-26 06:35:54", "dateModified": "2018-02-26 06:35:54", "description": "ექსპერტი მამუკა არეშიძე დარწმუნებულია, რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა არჩილ ტატუნაშვილი მოკლა. როგ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-0DEKEMB-2015/areshidze_8bf27.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ექსპერტი მამუკა არეშიძე დარწმუნებულია, რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა არჩილ ტატუნაშვილი მოკლა. როგორც არეშიძემ ”კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა, საქართველოს ხელისუფლებამ რეაგირებისთვის ”მათ შორის არაოფიციალურ ზომებს უნდა მიმართოს”.

”დარწმუნებული ვარ, ის მოკლეს. მომხდარის ვერსია, რომელიც გაავრცელა ოსურმა პრესამ, სასაცილო იქნებოდა, ტრაგიკული რომ არ იყოს. ჯერ ერთი, ასეთი უსუსურობა და უვიცობა, კარგა ხანია, არ მინახავს. მომხდარზე ველაპარაკე რამდენიმე რუს ბლოგერს, რომელთაც "დერჟავნიკული" განწყობა აქვთ, მაგრამ მათაც კი შერცხვათ იმ ე.წ. ოფიციალური ვერსიის კომენტირება. რასაკვირველია, ბიჭი მოკლეს, თანაც - მოკლეს წამებით. ამის ასე დატოვება არ შეიძლება! მხოლოდ ჟენევის მოლაპარაკების ფორმატით ასეთი პრობლემები ვერ მოგვარდება! ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებამ სხვა, მათ შორის - არაოფიციალური ზომებიც უნდა გამოიყენოს... საჭიროა საერთაშორისო აქტივობები, რათა ინიციატივები ჩვენს მხარეს იყოს.
თუ არ გვექნება სათანადო რეაქცია, ოკუპანტები და მათი მარიონეტები კიდევ უფრო გათავხედდებიან. არ შეიძლება, ეს შერჩეთ!”, - განაცხადა არეშიძემ.

მისივე თქმით, ლამის დღე არ გავა, რომ ოკუპაციის ზოლთან, ხშირად ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიიდანაც, საქართველოს მოქალაქეები არ მოიტაცონ.

”სამწუხაროდ, ცხინვალის რეგიონში ქართველების მოტაცება ლამის ბიზნესად აქციეს. 2000 რუბლი ღირს ადამიანის გამოშვება. თუ რუს ჯარისკაცს შვებულებაში წასვლა მოუნდა, გამოდის საშოვარზე და იტაცებს ქართველს, ჯილდოდ კი ან პრემიას აძლევენ, ანაც შვებულებაში უშვებენ. ტატუნაშვილთან ერთად სხვა ორი ქართველიც დააკავეს და კიდევ კარგი, ისინი მაინც გათავისუფლდნენ საღ-სალამათები”, - აცხადებს არეშიძე.


თემა: არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა ცხინვალში ევროკავშირი - ტატუნაშვილის სიკვდილი და 2 მოქალაქის დაკავება სერიოზული აღშფოთების წყაროა, მზად ვართ, სადამკვირვებლო მისიის საშუალებით მხარი დავუჭიროთ მიმდინარე გამოძიებას
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 533
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია