დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
ავტორი:
2018/თებერვალი/24 16:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/apaturaikekelidze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/480044-sasazghvro-policiis-ufrosma-briuselshi-nato-saqarthvelos-komisiis-skhdomashi-miigho-monatsileoba.html", "headline": "სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა", "datePublished": "2018-02-24 12:11:20", "dateModified": "2018-02-24 12:11:20", "description": "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი თეიმურაზ კეკელიძე ოფიციალური ვიზიტ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/apaturaikekelidze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი თეიმურაზ კეკელიძე ოფიციალური ვიზიტით, ქალაქ ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინას ეწვია.
შს სამინისტროს ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის უფროსმა მონაწილეობა მიიღო ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში, რომელიც შავი ზღვის უსაფრთხოებისა და ჰიბრიდული საფრთხეების თემებს მოიცავდა. შეხვედრას კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი ხელმძღვანელობდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციის წევრებმა მოკავშირეებთან ერთად განიხილეს შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და შავ ზღვაზე ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების გზები.

ნატო-ს შტაბ-ბინაში ვიზიტის დროს, თეიმურაზ კეკელიძე ჯეიმს აპატურაის პირადად შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების საკითხებზე და ამ მიმართულებით საქართველოს სანაპირო დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

თეიმურაზ კეკელიძემ ჯეიმს აპატურაის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში საზღვაო უსაფრთხოების ინიციატივის კუთხით მიღწეული პროგრესი, მიმდინარე პროექტები და საქართველოს სანაპირო დაცვის სამომავლო გეგმები გააცნო.

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, ასევე, შეხვდა ნატო-ში აშშ-ს მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელს ჯული ფიშერს. შეხვედრაზე მხარეებმა საზღვრის დაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის დინამიკა განიხილეს.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 496
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია