დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„თავისუფალი საქართველო“ - თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახური სახელმწიფო ენის შესახებ კანონის დარღვევაზე თვალს ხუჭავს
ავტორი:
2018/თებერვალი/24 13:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAAAIANV/tavisufalisaqartvelo.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/480035-thavisufali-saqarthvelo-thbilisis-meriis-zedamkhedvelobis-samsakhuri-sakhelmtsifo-enis-shesakheb-kanonis-darghvevaze-thvals-khutcavs.html", "headline": "„თავისუფალი საქართველო“ - თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახური სახელმწიფო ენის შესახებ კანონის ...", "datePublished": "2018-02-24 09:20:24", "dateModified": "2018-02-24 09:20:24", "description": "„თავისუფალი საქართველოს“ განცხადებით, თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახური სახელმწიფო ენის შესა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAIANV/tavisufalisaqartvelo.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } „თავისუფალი საქართველოს“ განცხადებით, თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახური სახელმწიფო ენის შესახებ კანონის დარღვევაზე თვალს ხუჭავს. ამის შესახებ ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, მხოლოდ უცხოენოვანი რეკლამის განთავსება, წარმოადგენს სამართალდარღვევას და იწვევს იურიდიული პირის 3000 ლარით დაჯარიმებას.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მხოლოდ უცხოენოვანი სარეკლამო ბანერებია განთავსებული თბილისის პრაქტიკულად ყველა ცენტრალურ ქუჩაზე.

”ერთი მხრივ, სამწუხაროა, რომ კომპანიები, რომლებსაც სურთ საქართველოში ბიზნეს-საქმიანობა, ასეთ უხეშ უპატივცემულობას გამოხატავენ საქართველოს კანონმდებლობის მიმართ. მეორე მხრივ კი, შემაშფოთებელია მერიის ზედამხედველობის სამსახურის უმოქმედობა, რომელიც ვალდებულია კანონდარღვევის აღმოჩენისთანავე მოახდინოს ფაქტზე რეაგირება.

„თავისუფალმა საქართველომ“ უკვე მიმართა თბილისის მერიას რეაგირებისთვის და მიაწოდა იმ ადგილების მისამართები, სადაც კანონდარღვევით არის განთავსებული სარეკლამო აბრები.

მოვუწოდებთ ყველა პირს, ვინც ჩვენ ქვეყანაში ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, პატივი სცეს საქართველოს კანონმდებლობას და ქართულ სახელმწიფოს“, – ნათქვამია განცხადებაში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 513
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია