დაისვენე კურორტ ახალდაბაში
თამარ ხულორდავა - აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებაში კითხვები არსებობს და ამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს
ავტორი:
2018/თებერვალი/23 22:30:03
../photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/xulordava_c3b5e.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/479972-thamar-khulordava-afgan-mukhtharlis-saqmesthan-dakavshirebith-sazogadoebashi-kithkhvebi-arsebobs-da-am-kithkhvebs-pasukhi-unda-gaeces.html", "headline": "თამარ ხულორდავა - აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებაში კითხვები არსებობს და ამ კითხვ...", "datePublished": "2018-02-23 16:33:29", "dateModified": "2018-02-23 16:33:29", "description": "აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებაში კითხვები არსებობს და ამ კითხვებს პასუხი უნდა გა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/xulordava_c3b5e.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებაში კითხვები არსებობს და ამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამარ ხულორდავამ განაცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხზე გამოძიების ყველა ფორმა მისაღებია, ამიტომ „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას, საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, მხარი დაუჭირა.

„ამ საქმესთან დაკავშირებით, ნამდვილად არსებობს საზოგადოებაში კითხვები. ვფიქრობ, ამ კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი, ჩემი პოზიცია დაფიქსირებული მქონდა კენჭისყრამდეც ამ საქმეზე და ახლა უბრალოდ კენჭისყრის პროცესში დავაფიქსირე კიდევ ერთხელ ჩემი პოზიცია. ვფიქრობ, გამოძიება აუცილებელია და გამოძიების ყველა ფორმა არის მისაღები, რომ იმ კითხვებს, რაც არის, პასუხი გაეცეს. ყველამ იხელმძღვანელა თავისი განწყობით და პოზიციით, მე - ჩემით“, - აღნიშნა თამარ ხულორდავამ.

პარლამენტმა აფგან მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას მხარი არ დაუჭირა. საპარლამენტო უმცირესობის მიერ ინიცირებულ დადგენილების პროექტს 18-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. საგამოძიებო კომისიის შექმნის წინააღმდეგ ხმა პარლამენტის 22-მა წევრმა მისცა. კენჭისყრის ამ შედეგით დადგენილების პროექტი ჩავარდა. აფგან მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას საპარლამენტო უმრავლესობის სამმა დეპუტატმა: ირინე ფრუიძემ, ირაკლი შიოლაშვილმა და თამარ ხულორდავამ დაუჭირეს მხარი.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 513
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია