დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი კვირიკაშვილი იაპონიის ელჩს საქართველოში, ტადაჰარუ უეჰარას შეხვდა
ავტორი:
2018/თებერვალი/23 19:00:01
../photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/kvirikashviliiaponiis.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/479940-giorgi-kvirikashvili-iaponiis-elchs-saqarthveloshi-tadaharu-ueharas-shekhvda.html", "headline": "გიორგი კვირიკაშვილი იაპონიის ელჩს საქართველოში, ტადაჰარუ უეჰარას შეხვდა", "datePublished": "2018-02-23 15:09:42", "dateModified": "2018-02-23 15:09:42", "description": "საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იაპონიის ელჩს საქართველოში, ტადაჰარუ უეჰარას შეხვდა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/kvirikashviliiaponiis.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იაპონიის ელჩს საქართველოში, ტადაჰარუ უეჰარას შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, მხარეებმა ბოლო პერიოდში საქართველოსა და იაპონიას შორის განსაკუთრებულად გააქტიურებული ურთიერთობები განიხილეს და სხვადასხვა სფეროში დინამიურად მიმდინარე თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

აღინიშნა ორმხრივი და მრავალმხრივი კავშირების ფართო სპექტრი. საუბარი შეეხო ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს, რაც იაპონიის ელჩის მხრიდან პოზიტიურად შეფასდა და გამოითქვა სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავების სურვილი.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებულად აქტიურია, რასაც ქართული მხარე მიესალმება და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მზარდი საექსპორტო პოტენციალი, ასევე, ხელსაყრელი საინვესტიციო და ბიზნეს-გარემო თანამშრომლობას კიდევ უფრო მეტ დინამიკას შესძენს.

მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო კავშირების პერსპექტივებზე იმსჯელეს, აღინიშნა პროექტები, რომლებიც იაპონიის მხარდაჭერით ხორციელდება. ტადაჰარუ უეჰარას თქმით, მსხვილი იაპონური კომპანიების დაინტერესება საქართველოს მიმართ დიდია, რასაც ქვეყნის სტაბილური ბიზნეს-გარემო და დემოკრატიული მისწრაფებები განაპირობებს.

შეხვედრისას ითქვა, რომ მთავრობებს შორის მჭიდრო კავშირებსა და მაღალი დონის ვიზიტებს ორი ქვეყნის ურთიერთობების განმტკიცებაში დიდი როლი ეკისრება.

შეხვედრის დასასრულს, იაპონიის ელჩმა გიორგი კვირიკაშვილს პირადად მიულოცა ქართველი სუმოისტის, ლევან გორგაძის (ტოჩინოშინის) წარმატება, რომელიც იმპერატორის თასის მფლობელი გახდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე ესწრებოდა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 539
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია