დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ელენე ხოშტარია უმრავლესობას - მოგიწოდებთ, რომ კენჭისყრის დროს იხელმძღვანელოთ არა წინასწარ შედგენილი ინსტრუქციით, არამედ ჩვენი ქვეყნის ინტერესით
ავტორი:
2018/თებერვალი/23 17:00:02
../photo/2015_02/0-00-1NOEM-2016/xoshtaria_f112f.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/479908-elene-khoshtaria-umravlesobas-mogitsodebth-rom-kentcisyris-dros-ikhelmdzghvaneloth-ara-tsinastsar-shedgenili-instruqciith-aramed-chveni-qveynis-interesith.html", "headline": "ელენე ხოშტარია უმრავლესობას - მოგიწოდებთ, რომ კენჭისყრის დროს იხელმძღვანელოთ არა წინასწარ შედგენილი ...", "datePublished": "2018-02-23 13:13:20", "dateModified": "2018-02-23 13:13:20", "description": "მოგიწოდებთ, რომ კენჭისყრის დროს იხელმძღვანელოთ არა წინასწარ შედგენილი ინსტრუქციით, არამედ ჩვენი ქვეყ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1NOEM-2016/xoshtaria_f112f.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } მოგიწოდებთ, რომ კენჭისყრის დროს იხელმძღვანელოთ არა წინასწარ შედგენილი ინსტრუქციით, არამედ ჩვენი ქვეყნის ინტერესით, - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოტარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრვალესობის წევრებს, სადაც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე მსჯელობენ.

„ჩვენი პარტნიორები მოგვიწოდებენ ზოგადად, დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნას იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში თქვენ დროსაც და ჩვენს დროსაც, ზოგადად, ნდობა გამოძიების მიმართ, რომ ის ობიეტურად ტარდება, დაბალია. სამწუხაროდ, ეს არის ჩვენი ქვეყნის მოცემულობა და ამ პირობებში როდესაც ასეთი სუსტი და მანკიერი სისტემები გვაქვს, საპარლამენტო კონტროლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ჩვენ რომ ეჭვი გვქონდა, რომ უფრო მძიმედ არის საქმე, ვიდრე თქვენ ამბობთ, ამის უფლებას ჩვენ ახლაც ვიტოვებთ. მიუხედავად იმისა, რომ ვამბობთ, რაც გინდათ ის დავარქვათ, არანაირი პრობლემა არ არის, მითუმეტეს, თქვენ იქნებით იმ კომისიაში უმრავლესობაში. მეტსაც გეტყვით, ახლა ჩააგდეთ და თქვენ თვითონ შემოიტანეთ ეს საკითხი და კი ბატონო, წინასწარ ვაცხადებთ, რომ მხარს დაგიჭერთ. რაც გინდათ ის ქენით, მაგრამ მთავარია შედეგი იყოს, რომ ეს ლაფი და ეს ლაქა ასე არ დავტოვოთ“, - მიმართა ელენე ხოშტარიამ საპარლამენტო უმრავლესობას.

ელენე ხოშტარიამ საპარლამენტო უმრავლესობას საკითხის მხარდაჭერისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„მე მაინც მოგიწოდებთ და იმედს ვიტოვებ, რომ გულისყურით მოეკიდოთ ჩვენს არგუმენტებს კი არა, იმ დაკვეთას, რომელიც მიღებული გვაქვს ჩვენი საზოგადოებისგან, ჩვენი საერთაშორისო კეთილმოსურნეებისგან, მოუსმინოთ ჩვენს არგუმენტებს და კენჭისყრის დროს იხელმძღვანელოთ არა წინასწარ შედგენილი ინსტრუქციით, არამედ ჩვენი ქვეყნის ინტერესით და ჩვენს ქვეყანაში საპარლამენტო რეალური კონტროლის პრეცენდენტი შევქმნათ“, - განცხადა ხოშტარიამ.

საპარლამენტო უმცირესობა აფგან მუხთარლის გატაცების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 561
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია