დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მამუკა მდინარაძე „ევროპულ საქართველოს“ - გაქვთ თუ არა ისეთი ინფორმაცია, რასაც საჯარო გამოსვლებში მუხთარლის საკითხზე საუბრისას ვერ ახმოვანებთ და ამას გაახმოვანებთ თუ კომისია შეიქმნება?
ავტორი:
2018/თებერვალი/23 14:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/mdinaradze_c53fa.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/479863-mamuka-mdinaradze-evropul-saqarthvelos-gaqvth-thu-ara-isethi-informacia-rasac-sajaro-gamosvlebshi-mukhtharlis-sakithkhze-saubrisas-ver-akhmovanebth-da-amas-gaakhmovanebth-thu-komisia-sheiqmneba.html", "headline": "მამუკა მდინარაძე „ევროპულ საქართველოს“ - გაქვთ თუ არა ისეთი ინფორმაცია, რასაც საჯარო გამოსვლებში მუხ...", "datePublished": "2018-02-23 10:31:32", "dateModified": "2018-02-23 10:31:32", "description": "გაქვთ თუ არა ისეთი ინფორმაცია, რასაც საჯარო გამოსვლებში ამ საკითხზე საუბრის დროს არ ან ვერ ახმოვანებ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/mdinaradze_c53fa.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } გაქვთ თუ არა ისეთი ინფორმაცია, რასაც საჯარო გამოსვლებში ამ საკითხზე საუბრის დროს არ ან ვერ ახმოვანებთ და ამას გაახმოვანებთ ისეთ შემთხვევაში, თუ კომისია შეიქმნება? - აღნიშნული შეკითხვა ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ევროპული საქართველოს“ წევრს ელენე ხოშტარიას დაუსვა, რომელიც ინიციატივით გამოდის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია.

„აუცილებლად უნდა დავადასტურო, რომ ალოგიკურს ნამდვილად არაფერს არ ვხედავთ ამ მოთხოვნაში. კითხვებს, ყოველთვის პასუხი უნდა გაეცეს, მაგრამ არსებობს გარკვეული ლოგიკაც, რა შემთხვევაში შეიძლება მართლაც რაღაც ნაბიჯი გადაიდგას - მართლაც უნდა დავრწმუნდეთ ჩვენ ამაში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მან ელენე ხოშტარიას საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით სამი შეკითხვა დაუსვა.

„პირველი: ამ საქმესთან დაკავშირებით კონკრეტულად, რა მოლოდინები გაქვთ? რა პროცედურული მექანიზმები მიგაჩნიათ, რომ გვექნება ჩვენ - კომისიის შემადგენლობაში ვინც ვიქნებით ან ვინც იქნება, რაც არ აქვს პროკურატურას, საგამოძიებო ორგანიზაციას.

მეორე: გაქვთ თუ არა ისეთი ინფორმაცია, რაც საჯარო გამოსვლებში ამ საკითხზე საუბრის დროს არ ან ვერ ახმოვანებთ და ამას გაახმოვანებთ ისეთ შემთხვევაში, თუ კომისია შეიქმნება?

მესამე: წინა ხელისუფლების დროს, ალბათ გახსოვთ, რომ 3 თვიანი წინასაგამოძიებო ვადები არსებობდა, რაც შემდგომ შეიცვალა და მე სწორად მიმაჩნია, რომ შეიცვალა. მათ შორის იყო საერთაშორისო პრაქტიკა, საქმის სპეციფიკები, ვადა შეიძლებოდა გაგრძელებულიყო მაქსიმუმ 12 თვემდე და ასეთი ვადა სისხლის სამართლის კანონმდებლობაში დღეს საერთოდ არ არსებობს. ეთანხმებით თუ არა, ამ მიდგომას?“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხის განხილვა მიმდინარეობს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 682
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია