დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სოფიო ქაცარავა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ძირითადი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა
ავტორი:
2018/თებერვალი/22 20:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/qacarava_3c7f0.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/479744-sofio-qacarava-eutho-s-saparlamento-asambleis-dzirithadi-komitetebis-gaerthianebul-skhdomaze-sityvith-gamovida.html", "headline": "სოფიო ქაცარავა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ძირითადი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამო...", "datePublished": "2018-02-22 16:24:39", "dateModified": "2018-02-22 16:24:39", "description": "საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ძირითადი ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/qacarava_3c7f0.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ძირითადი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დელეგატებს მიმართა, რომლის მთავარი მომხსენებლებიც იტალიის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვინჩენსო ამენდოლა და ეუთო-ს გენერალური მდივანი ტომას გრემინგერი იყვნენ.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სოფიო ქაცარავამ გამოსვლისას ხაზი გაუსვა იტალიის, როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის პირველ პრიორიტეტს - კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხს, რაც საქართველოს პირველ ეროვნულ ინტერესს წარმოადგენს. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე, ყურადღება გაამახვილა მსოფლიოს წინაშე მდგარ საფრთხეზე, რასაც ჰიბრიდული ომი წარმოადგენს და რომელიც საფრთხის ქვეშ აყენებს წევრი ქვეყნების ძალისხმევას დემოკრატიის კონსოლიდაციისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მაღალი სტანდარტით ჩამოყალიბებაში.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციითვე, სოფიო ქაცარავამ ინტერესი გამოხატა იტალიის თავმჯდომარეობის დღის წესრიგში ამ საკითხის მნიშვნელობის შესახებ ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 606
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია