დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიგა ბოკერია - პრემიერისა და რეინტეგრაციის მინისტრის განცხადებები მაია ფანჯიკიძის განცხადებასთან წინააღმდეგობაშია
ავტორი:
2013/ოქტომბერი/12 00:00:03
პრემიერისა და რეინტეგრაციის მინისტრის განცხადებები მაია ფანჯიკიძის განცხადებასთან წინააღმდეგობაშია, - ამის შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში ბოკერიამ უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვასთან დაკავშირებით მთავრობის უარზე ისაუბრა და ყურადღება ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებაზე გაამახვილა.
როგორც ბოკერიამ აღნიშნა, საქართველოს მთავრობის გზავნილი ისეთი უნდა ყოფილიყო, როგორიც ვენაში მაია ფანჯიკიძის გზავნილი იყო.
მისი თქმით, პრობლემა იმაშია, რომ ეს გზავნილი და ის განცხადებები, რომლებიც საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ პრემიერ-მინისტრისა და განსაკუთრებით რეინტეგრაციის მინისტრის მხრიდან გაკეთდა, წინააღმდეგობაშია ფანჯიკიძის განცხადებასთან. "ანუ გვაქვს სრული კაკაფონია, შეუთანხმებლობა", - აღნიშნა გიგა ბოკერიამ გადაცემა "პოზიციაში".
ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარაზე მაია ფანჯიკიძემ ეუთოს მუდმივ საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. მისი თქმით, მავთულხლართების მთლიანი სიგრძე უკვე 35 კილომეტრს აღწევს და ცხინვალის რეგიონის სოფლებში მავთულხლართების გავლების შედეგად უკვე 65 ქართული ოჯახი დაზარალდა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1182
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია